ახალი ამბები

დამრიგებლის მიმართვა აბიტურიენტებს: არ დაივიწყოთ, რომ „ბედს თვითონ ქმნის კაცი და არა ბედი კაცსა!“

დამრიგებლის მიმართვა აბიტურიენტებს: არ დაივიწყოთ, რომ „ბედს თვითონ ქმნის კაცი და არა ბედი კაცსა!“

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ირმა გოგიძე, რომელიც ასევე მე-12 კლასების დამრიგებელია აბიტურიენტებს გამამხნევებელი სიტყვებით მიმართავს. EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ ამაყია, რადგან ზრდის თავისუფალ თაობას, რომელსაც დიდი მიზნები და კეთილშობილური ოცნებები აქვთ.

„სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე. ვღელავთ არანაკლებ თქვენს მშობლებსა და ოჯახის წევრებზე. თქვენი დიდი გულშემატკივრები ვართ და გვეიმედებით. როგორც პედაგოგი და მეთორმეტე კლასის დამრიგებელი, მინდა მოგეფეროთ, გაგამხნევოთ და წარმატება გისურვოთ. იყავით მშვიდები, თავდაჯერებულები, შეინარჩუნეთ ჩვეული ხალისი, მოემზადეთ დიდი და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობისთვის. მჯერა, რომ სკოლის გარემოში მიღებულ ცოდნას აუცილებლად აქცევთ უფრო დიდ და ჭეშმარიტ ცოდნად.

“ჩემო ძვირფასებო, ასევე არ დაივიწყოთ, რომ „ბედს თვითონ ქმნის კაცი და არა ბედი კაცსა“, იყავით თქვენი ბედის საუკეთესო მჭედელნი. თქვენი პირველი გამოცდა მშობლიური ენითა და ლიტერატურით იწყება ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, არ დაივიწყოთ თქვენი ენა და ხალხი. იცით, მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ, როცა ვუსმენ როგორი აღტაცებით საუბრობთ იმ მიზნებისა და გეგმების შესახებ, რომლებიც გაქვთ. ასეთ დროს ვფიქრობ, ეს სწორედ ის კეთილშობილი თაობაა, რომელსაც უნდა ვენდობოდეთ, რომლის იმედიც უნდა გვქონდეს. თქვენს ცოდნასა და პროფესიონალიზმზე ჩვენი მომავალია დამოკიდებული. მე დღეს ამაყი ვარ, რომ შემიძლია მშვიდად ვიყო, რადგან ჩემი მოსწავლეები ჩემთვის საიმედო მოქალაქეები არიან, ძალიან მიყვარხართ და მჯერა თქვენი ადამიანობის, ცოდნისა და შესაძლებლობების“, – ეს სიტყვები დააბარა 2022 წლის აბიტურიენტებისთვის გადასაცემად EDU.ARIS.GE-ს პედაგოგმა ირმა გოგიძემ 30 ივნისს.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.