ახალი ამბები

ამ შემთხვევებში 2022 წლის აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება – დეტალები

ამ შემთხვევებში 2022 წლის აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება – დეტალები

2022 წლის აბიტურიენტებისთვის ერთიან ეროვნულ მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაცია 1-ელ მარტს დაიწყეს და პროცესი შესაბამისი წესების დაცვით, 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

სოფო გორგოძის გაფრთხილება 2022 წლის აბიტურიენტებს: აუცილებლად შეინახეთ ის დოკუმენტი, ელექტრონულად ან ამობეჭდეთ

გამოცდაზე გასვლის მსურველმა აბიტურიენტებმა კი უნდა გაითვალიწინონ, რომ არსებობს გარემოებები, როდესაც მათი სარეგისტრაციო განაცხადი შეიძლება გაუქმდეს. ამ გარემოებებზე დეტალურად წერს შეფასებისა და გამოცდების ცენტრი:

რა შემთხვევაში გაუქმდება აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი?

აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება ან რანჟირების დოკუმენტის შედგენისას მისი შედეგები არ იქნება განხილული, თუ მან:

  • გამოცდამდე დაწერა განცხადება და მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება (განცხადებას თან უნდა დაერთოს აბიტურიენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);
  • არ აქვს/ვერ მოიპოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი/მასთან გათანაბრებული დოკუმენტი;
  • შესაბამის ვადებში არ წარმოადგინა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებულია 2011 წლამდე, ან თუ მის საგამოცდო ბარათზე დატანილია მოთხოვნა ატესტატის ცენტრში წარმოდგენის თაობაზე;
  • შესაბამის ვადებში არ წარმოადგინა სრული ზოგადი განათლების ან მისი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღეს; აბიტურიენტებმა, რომლებსაც აქვთ საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას);

აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება უცხო ქვეყანაში მიიღეს, შესაბამისი განათლების აღიარების დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2022 წლის 20 აგვისტოს 18:00 საათამდე.

ასევე იხილეთ:

2022 წლის რომელი აბიტურიენტებისთვის არის სავალდებულო ატესტატის წარდგენა – პროცედურული დეტალები

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებათი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.