ახალი ამბები

განათლების სამინისტრომ დაიკანონა უფლება, რომლის მიხედვითაც გრიფირებულ სახელმძღვენელოს ორ წელში ერთხელ შეცვლის

განათლების სამინისტრომ დაიკანონა უფლება, რომლის მიხედვითაც გრიფირებულ სახელმძღვენელოს ორ წელში ერთხელ შეცვლის

გრიფმინიჭებულ სასკოლო სახელმძღვანელოში ცვლილებების შეტანა დასაშვებია გრიფის მინიჭებიდან ორი წლის შემდეგ – ამის შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფირების წესში წერია, რომლის ცვლილებებსაც განათლების მინისტრმა ხელი 31 დეკემბერს მოაწერა. ცვლილება სამინისტროს მიერ ჩატარებული შესაბამისი კვლევის შედეგის საფუძველზე უნდა დაიგეგმოს. ახლა საკითხავია, რამდენად საფუძვლიანი და ობიექტური იქნება ასეთი კვლევები და ასევე ისიც, – გამოიწვევს თუ არა აღნიშნული ცვლილება სახელმძღვენელოების ორ წელიწადში ერთხელ ბეჭდვით კონკრეტული ადამიანების ჯიბის გასქელებას.

როგორც მიხეილ ჩხენკელის ბრძანებაში ვკითხულობთ, ცვლილების მიხედვით, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს ან სახელმძღვანელოს სერიის განახლება, მისი შინაარსორივი განვითარების მიზნით დასაშვებია სახელმძღვანელოსათვის გრიფის მინიჭებიდან ორი წლის შემდეგ, ხოლო შინაარსობრივი განვითარების მიზნით, გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში ცვლილების შეტანა განხორციელდება სამინისტროს მიერ ჩატარებული შესაბამისი კვლევის შედეგის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში. კვლევის შედეგის საფუძველზე კი განახლებული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო შესაძლებელია სკოლებს შეეთავაზოთ განმეორებით შესარჩევად მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის მიერ არ/ვერ განხორციელდა შესაბამის ვადაში სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა, სკოლის მიმართვის საფუძველზე რესურსცენტრი ახორციელებს არჩევანის დაფიქსირებას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, რაზეც დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს სააგენტოს (საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, განათლების სამინისტროს სსიპ ავტ).

კანონს სხვა არაერთი პუნქტიც დაემატა. სახელმძღვენელოების გრიფირების კიდევ ერთი ახალი ცვლილების მიხედვით, სასკოლო სახელმძღვანელოს (შემდგომ – სახელმძღვანელო), თან დაერთვის ერთი ან ერთდროულად რამდენიმე კლასისათვის შედგენილი საგანმანათლებლო რესურსი, რომელსაც მოსწავლის წიგნის დანართი ერქმევა.

მოსწავლის წიგნის დანართის განმარტება ასეთია: კონკრეტული კლასის საგნობრივი სასწავლო გეგმის, მათ შორის არჩევითი (გაღრმავებული) კურსის დაძლევის ხელშესაწყობად მოსწავლისათვის განკუთვნილი რესურსი, რომელშიც დეტალური მასალა მოცემულია მოსწავლის წიგნში არსებული საკითხების შესაბამისად და რომელზე დაყრდნობითაც უნდა მოხდეს ცოდნის კონსტრუირება.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც სახელმძღვენელოების გრიფირების წესში შევიდა, განსაზღვრავს, ვის აქვს უფლება, წიგნის მაკეტზე განაცხადი წარადგინოს. მინისტრის ბრძანებაში წერია, რომ ზოგადი განათლების როგორც დაწყებითი, ისე საბაზო და საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოს მაკეტზე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, განმცხადებელს ევალება ზოგადი განათლების ამ საფეხურზე მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ერთზე მეტი ავტორის არსებობის შემთხვევაში, არანაკლებ 2 ავტორის ასეთივე დოკუმენტაცია უნდა იქნას წარმოდგენილი. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება აფხაზური ენისა და ლიტერატურის და უცხოური ავტორის/გამომცემლობის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტზე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში ამ სახელმძღვანელოების/სერიების მაკეტების ავტორებზე.

ახალი ბრძანებით, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან შერჩევას სკოლები ახორციელებენ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში. თუ გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადები ერთმანეთს არ დაემთხვევა, სკოლა შერჩევას ახორციელებს ალტერნატიული გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს შორის.
იმ შემთხვევაში, თუ სკოლის მიერ არ/ვერ განხორციელდა შესაბამის ვადაში სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა, სკოლის მიმართვის საფუძველზე, კონკრეტული რაიონის რესურსცენტრი ახორციელებს არჩევანის დაფიქსირებას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, რაზეც დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს სააგენტოს.

და ბოლოს, ახალი ცვლილებების მიხედვით, არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის ქარული ენის სწავლებისას სასწავლო პროცესში ძირითად საგანმანათლებლო რესურსად გამოიყენება ქართული, როგორც მეორე ენის გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელო მისი გრიფის მოქმედების ვადით.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფირების წესში ასევე წერია, რომ სასკოლოს სახელძვღვანელოს გრიფირებაზე განცხადების შემტანი ვალდებულია, სახელმძღვენმელოზე/სერიაზე (მოსწავლის წიგნი, მოსწავლის წიგნის დანართი, მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი) განათავსოს საიდენტიფიკაციო ჭდე და გაიღოს შესაბამისი ხარჯი. საიდენტიფიკაციო ჭდე ნაბეჭდი ეგზემპლარის მაიდენტიფიცირებელი და განმასხვავებელი ნიშანი უნდა იყოს უნიკალური ნუმერაციით.

გრიფირება შეიძლება გამოცხადდეს როგორც სახელმძღვანელოს სერიაზე, ისე ცალკეული საგნის კლასის სახელმძღვანელოზე, ასევე – კლასის ერთი სასწავლო სემესტრის სახელმძღვანელოზე. დასაშვებია შესაბამისი საგნისა და კლასის სახელმძღვანელოს, მათ შორის სერიაში შემავალი სახელმძღვანელოს სხვადასხვა სახეზე გრიფირების ცალ-ცალკე გამოცხადება, რომლებიც ჩაითვლება ამ საგნისა და კლასის სახელმძღვანელოს/სერიაში შემავალი სახელმძღვანელოს ერთიან კომპლექტად.

იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭების შემდეგ ავტორი/საავტორო უფლების მფლობელი უარს განაცხადებს სამინისტროსთან სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებაზე, გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოზე ყველა უფლება სამინისტროს გადაეცემა, რასაც უზრუნველყოფს მანამდე არსებული თანხმობა განმცხადებლისგან.

პროგრამის ბენეფიციარი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს შეცვლა ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი ან საგნის ცვლილება-დამატების გამო შესაბამისი სახელმძღვანელოს შერჩევა დაიშვება სამინისტროს თანხმობით, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სკოლის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე. სამინისტრო კი, თავის მხრივ, ინფორმაციას უგზავნის სკოლას, შესაბამის რესურსცენტრსა და მართვის სისტემას. ყველა დანარჩენი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი შეცვლა შესაძლებელია მართვის სისტემის მიერ განსაზღვრულ ვადაში, რესურსცენტრის მიერ ინფორმაციის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის გზით.

სხვა დეტალები და ის, თუ რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს წიგნის გრიფირების შესახებ განმცხადებელმა ან განმცხადებლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა, იხილეთ დანართში

ასევე იხილეთ:

„2022 წელი უფრო ამბიციური გვექნება“ – განათლების კომიტეტის 2021 და ახალი წლის გამოწვევები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.