კსუ იწყებს სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს „კამათის ხელოვნება”
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იწყებს სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს „კამათის ხელოვნება”. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში არგუმენტირებული კამათის კულტურის, კრიტიკული აზროვნების, სასაუბრო დროის რაციონალურად სარგებლობის, საჭირო მასალებისა და ინფორმაციის მოძიების უნარების განვითარება. ასევე, მათი სწორად გამოყენება, კომპრომისის ნახვა და შეთანხმება. პროექტში მონაწილეობის უფლება აქვთ საჯარო და კერძო სკოლების XII კლასის მოსწავლეებს.
პროექტი, რომელიც 1 კვირის განმავლობაში გრძელდება, შედგება ლექციებისა და თამაშებისგან. რეგისტრირებული გუნდები თამაშამდე ისმენენ სალექციო კურსს.
სალექციო თემები და მენტორები, მნიშვნელოვანი თარიღები და სარეგისტრაციო გვერდი იხილეთ ბმულზე.