3 გზა, თუ როგორ უნდა შეივსოს პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგები სკოლაში
კონფერენციის „პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგების გამოვლენა და მათი შემსუბუქება – 2022 წლის სექტემბერში, სკოლაში დაბრუნების შემდეგ, გადასადგმელი ნაბიჯები“ ფარგლებში, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის წარმომადგენელმა, მანანა რატიანმა, EDU.ARIS.GE-სთან პანდემიის შედეგად განათლების სფეროში სასწავლო დანაკარგების შევსების გზებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, გარკვეული გამოცდილების შესწავლის შემდეგ, მნიშვნელოვანია თავად სკოლებმა თქვან ის, თუ რა სჭირდებათ, რა იმუშავებს დანაკარგის შესავსებად ყველაზე კარგად და ამის შემდეგ მოხდეს მოქმედება.
ამასთან, განათლების სპეციალისტმა ორგანიზაციის მიერ შემუშავებული 3 მსხვილი ინტერვენციის გზაზეც ისაუბრა, რომელიც შემდგომში კიდევ უფრო დაეხმარება განათლების სფეროს დანაკარგის შევსებაში.
“პირველი, ეს არის კურიკულუმის კონსოლიდირება. ეს მიდგომა გულისხმობს იმას, რომ სასწავლო პროცესში უფრო მეტად მნიშვნელოვანი თემები გამოიყოს, მოხდეს მათი პრიორიტიზება და ამ თემებზე გაკეთდეს აქცენტი. მეორე ეს არის საგაკვეთილო დროის და სასწავლო წლის გახანგრძლივების გზა. ანუ, მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობის დროის გაზრდა. იქნება ეს სასწავლო წელი, საგაკვეთილო პროცესი თუ სხვა. მესამე ინტერვენცია კი არის მასწავლებლის ინსტრუქციების და პროფესიონალიზმის განვითარება, გაზრდა, იმისათვის რომ მათ შეძლონ დიფერენცირება, ყოველი მოსწავლის პრობლემოს აღმოჩენა და მათი დახმარება”, – თქვა მანანა რატიანმა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, რომელიც სამ დღეს გაგრძელდება.
ასევე იხილეთ:
მოამზადა გოგა ნიჟარაძემ