ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი XII კლასელებს: მჯერა, თქვენს სათქმელს იტყვით

პრემიერ-მინისტრი XII კლასელებს: მჯერა, თქვენს სათქმელს იტყვით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს:

“დღეს, საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკება. დღეს უამრავი ახალგაზრდა თავისი ცხოვრების პირველი ეტაპის დამთავრებას, პირველ წარმატებას აღნიშნავს.

დარწმუნებული ვარ, ცხოვრების ეს ახალი ეტაპი გახდება თქვენი მომავალი წარმატებებისა და წინსვლის საფუძველი. მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში თქვენ ახალგაზრდული სულისკვეთებით თქვენს სათქმელს იტყვით.

მინდა ყველამ იცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გქონდეთ ყველა შესაძლებლობა, გამოიყენოთ თქვენი ინდივიდუალური რესურსები, მიიღოთ განათლება, გახდეთ კონკურენტუნარიანი, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები და ემსახუროთ ჩვენს ქვეყანას.

გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, გისურვებთ თქვენი მიზნებისა და სურვილების ასრულებას!”, – წერია მილოცვის ტექსტში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს გამოაქვეყნა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.