ახალი ამბები

საქართველოს კანდიდატობას მხარს დავუჭერთ კომისიის რეკომენდაციების შესრულების შემდეგ – სანჩესი

საქართველოს კანდიდატობას მხარს დავუჭერთ კომისიის რეკომენდაციების შესრულების შემდეგ – სანჩესი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებს, რომ ესპანეთი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მხარს დაუჭერს, მას შემდეგ, რაც ევროკომისიის დასკვნაში ასახული რეფორმები შესრულდება.

ამის შესახებ პედრო სანჩესმა საქართველოს პრეზიდენტის მიმართვის საპასუხო წერილში ისაუბრა, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

“მინდა დავადასტურო ესპანეთის მხარდაჭერა ევროსაბჭოს მომავალ შეკრებაზე, რომელიც გაიმართება 23 და 24 ივნისს. ჩემი ხელისუფლება უერთდება და მხარს უჭერს იმ რეკომენდაციებს, რომელიც ევროსაბჭოს კომისიის 17 ივნისს გამოცემულ დასკვნაშია მოცემული. შესაბამისად, მხარს დავუჭერ საქართველოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პერსპექტივის აღიარებას. ასევე, ჩვენ მხარს დავუჭერთ კომისიის წინადადებას, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც დასკვნაში ასახული რეფორმები განხორციელდება.

მივესალმები საქართველოს გადაწყვეტილებას მიმართოს ევროკავშირში გაწევრიანებას. თქვენ შეგიძლია ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, რათა დაიწყოს რეფორმების პროგრამა, რომელიც გამოიწვევს ქვეყნის ტრანსფორმაციას და ადაპტაციას და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მატერიალიზებას. ისეთ ქვეყნებს, როგორიც ესპანეთია, ჩვენ უკვე საკუთარ თავზე გამოვცადეთ და განვიცადეთ და გავიარეთ გაწევრიანების აღნიშნული ფასი, გვესმის გამოწვევის სიდიდე, მაგრამ ასევე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სარგებელი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე”, – ნათქვამია სანჩესის წერილში.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის საუკეთესო საშუალება იქნება საქართველოს მოქალაქეების მკაფიო ნება “დაიკავოს თავისი კანონიერი ადგილი ევროპულ ოჯახში”.

კანდიდატის სტატუსზე დადებითი პასუხის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის 27 ლიდერს მიმართა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.