გორისა და ყარსის უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს 2-3 ივლისს ესტუმრა ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: რექტორი, პროფესორი ჰუსნი ქაფუ; პრორექტორი, პროფესორი ენგინ ქილიჩი; პედაგოგიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მურათ დაშთანი; ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მურათ დურმუში; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი აქინ ბინგოლო, საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი, პროფესორი ჰაჯალი ნეჯეფოღლუ.
ვიზიტის ფარგლებში ყარსის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე; რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე; განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა ალექსიძე; სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ნინო ორჯონიკიძე; პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ჩოჩიშვილი; პროფესიული განათლების ცენტრის ხარისხის მართვის მენეჯერი ნინო მაზმიშვილი; საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ზურაბ ზურაბაშვილი, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ანა იმნაძე.
შეხვედრის დროს განიხილეს გორისა და ყარსის უნივერსიტეტების სამომავლო ურთიერთობათა პერსპექტივები. დაისახა კონკრეტული გზები მომავალი ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად.
ამავე შეხვედრაზე გაიმართა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია.
დასასრულს, ყარსის უნივერსიტეტის დელეგაცია დაესწრო გორის უნივერსიტეტის სტუდენტური შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტს.