ახალი ამბები

„ინგლისურის სხვადასხვა სესიებზე საკითხები განმეორდა“ – აბიტურიენტები ინგლისურში ბოლო გამოცდის შემდეგ

„ინგლისურის სხვადასხვა სესიებზე საკითხები განმეორდა“ – აბიტურიენტები ინგლისურში ბოლო გამოცდის შემდეგ

დღეს, 13 ილისს 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ინგლისურ ენაში დასრულდა. ამ საგანში გამოცდა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და სულ 5 სესია ჩატარდა. ბოლო სესიის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები EDU.ARIS.GE -სთან საუბარში ამბობენ, რომ დღევანდელი აბიტურიენტების ტესტებში ის საკითხები განმეორდა, რომელიც ინგლისურის წინა გამოცდის დღეს იყო.

კერძოდ, აბიტურიენტების მონაყოლით, მოსმენის დავალებაში ერთ-ერთი საკითხი განმეორდა მომღერალ შაკირაზე. ასევე, როგორც აბიტურიენტები ჩვენთან საუბარში ამბობენ, განმეორდა თემა დიდგორობაზე, რომელიც ორი კითხვისგან შედგებოდა და წინა სესიაზეც იყო წარმოდგენილი.

„ერთ-ერთი ლისენინგი იყო შაკირაზე, ანუ განმეორდა და ამაზე მეცინებოდა. მკითხეს კიდეც, რა გაცინებსო. რაც შეეხება თემას, ჯგუფურ სწავლასთან დაკავშირებით შეგვხვდა”, – გვითხრა 103-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

ამ ინფორმაციის დაზუსტებას EDU.ARIS.GE ამავე ცენტრში, სხვა აპლიკანტებთანაც შეეცადა და აბიტურიენტებისგან ასეთი პასუხები მიიღო:

ლუკა ტაბატაძე: „მოსმენის დავალება იყო იულიუს კეისარზე, კავკასიის მთებზე და შაკირაზე“.

„მოსასმენი იყო შაკირაზე. გუშინაც შაკირაზე იყო, როგორც ვიცი”.

ნინი თევზაძე: „მოსმენის დავალების ერთ-ერთი საკითხი იყო შაკირაზე“.

„ყველაფერი არ მახსოვს, მაგრამ მოსმენის დავალების მეორე საკითხი შაკირაზე შეგვხვდა“.

რაც შეეხება კიდევ ერთი საკითხის თემა „დიდგორობაზე“ განმეორების შესახებ პირველი აბიტურიენტის ნათქვამს, ცენტრიდან გამოსული აპლიკანტების პასუხები EDU.ARIS.GE -ს კითხვაზე ასე ჟღერდა:

თაკო აბრალავა: „თემა იყო დიდგორობაზე, რომელიც გუშინდელ სესიაზეც იყო და განმეორდა“.
მარიამ ანდრიაძე: „თემის ერთ-ერთი საკითხი დიდგორობაზე იყო, – კითხვა კი როდის აღინიშნება ეს დღე“.

„მოსმენის დავალების ერთ-ერთი საკითხი შაკირაზე იყო, რაც შეეხება ტექსტს, ნამდვილად დიდგორობაზე შეგვხვდა.

რამდენად შესაძლებელია, ინგლისური ენის ხუთ ვარიანტში საკითხები მართლაც განმეორდეს, ამის დასაზუსტებლად EDU.ARIS.GE შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა და გაარკვია, რომ ტესტური დავალებების განმეორების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, ცენტრს ამომწურავი პასუხი ახლა არ აქვს:

„ტესტური დავალებების შინაარსთან, მსგავსებასთან თუ ტესტებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გაგცემთ მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება ტესტები – როგორც იცით ეს მოხდება ყველა სესიის (მათ შორის დამატებითი სესიების) ჩატარების შემდეგ”, – უთხრეს EDU.ARIS.GE-ს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრში 13 ივლისს.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.