ახალი ამბები

აშშ-ის ახალი სანქციების ტალღა ალინა კაბაევასაც შეეხო

აშშ-ის ახალი სანქციების ტალღა ალინა კაბაევასაც შეეხო

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მორიგი ტალღა დააწესა.

2 აგვისტოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა არაერთ პირს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთანაა დაახლოებული.

სანქცირებულთა შორისაა ალინა კაბაევა, რომელიც მოხსენიებულია, როგორც პუტინთან „ახლო ურთიერთობაში“ მყოფი პირი.

ალინა კაბაევა ყოფილი ტანმოვარჯიშეა. 2008 წლის შემდეგ მედიაში ხშირად წერენ, რომ მას სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებს პრეზიდენტ პუტინთან.

სანქციების ახალ ტალღაში რუსეთის სხვა არაერთი გავლენიანი მოქალაქე მოხვდა. მაგალითად, რუსეთის „ფოსაგროს“ დამფუძნებელი, რუსი მილიარდერი ანდრეი გურიევი და მისი ვაჟი. იგი ლონდონში ფლობს ძვირადღირებულ ქონებას და  უკვე იყო დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული.

აშშ-მა განაცხადა, რომ კაიმანის კუნძულებზე გურიევის კუთვნილი იახტა აღმოაჩინეს და, სავარაუდოდ, ჩამოართმევენ.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.