ახალი ამბები

საოკუპაციო ძალების მიერ შარშან დაკავებული ორი მოქალაქე თავასუფალია – სუს-ი

საოკუპაციო ძალების მიერ შარშან დაკავებული ორი მოქალაქე თავასუფალია – სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ცნობით, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე – ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი გათავისუფლებულნი არიან. ისინი უკვე იმყოფებიან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 2021 წლის 15 დეკემბერს სოფელ ლოპანის მიმდებარედ დააკავეს. უწყება ამბობს, რომ უკანონოდ დაკავებულების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტები.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,“ – ნათქვამია განცხადებაში.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.