ახალი ამბები

რომელი პირველკურსელები მიიღებენ 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში 300-ლარიან სტიპენდიას

რომელი პირველკურსელები მიიღებენ 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში 300-ლარიან სტიპენდიას

წარჩინებული პირველკურსელები 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში 300-ლარიან სტიპენდიას მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 18 აგვისტოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გახდა ცნობილი.

სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, კომპანია „გალფი“ 100 სტუდენტისთვის, რომლებმაც 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგი აჩვენეს, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში უზრუნველყოფს სტიპენდიის ჩარიცხვას ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით.

სტიპენდია გაიცემა, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, სტუდენტობის კანდიდატთა შორის უმაღლესი შედეგის მქონე 100 აბიტურიენტზე.

ასევე იხილეთ:

რომელი სტუდენტები მიიღებენ 500, 800, 1000 და 1200 ლარიან დაფინანსებას რუსთავში და როგორია მოთხოვნები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.