რა გზა არსებობს თუ აპელაციის შედეგს არ ეთანხმებით
2022 ერთიანი ეროვნული გამოცდები დასასრულს უახლოვდება. მომავალი სტუდენტები მხოლოდ იმას ელოდებიან, თუ რომელ უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან. სრულდება საგრანტო, მასწავლებლებლების და სამაგისტრო გამოცდებიც.
საყოველთაო ზეიმის, მოლოდინის, იმედგაცრუების და დაღლილობის ფონზე, EDU.ARIS.GE-ს აპელაციის შედეგებით უკმაყოფილო ადმიანებიც უკავშირდებიან კითხვით – რა უნდა გავაკეთოთ, თუ შეფასებისა და გამოცდების ცენტრის აპელაციის შედეგს არ ვენდობით?
ამ კითხვაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ასე პასუხობს:
„შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით, კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64)“
EDU.ARIS.GE-მ საქართველოს სასამართლოების საქმისწარმოების სისტემაში გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ საქმეები დაათვალიერა, გადაწყვეტილებებში დაკმაყოფილებული სარჩელიც ვნახეთ.
ამავე თემაზე:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ