ახალი ამბები

რეფერენდუმების ჩასატარებლად ყველაფერს გავაკეთებთ – პუტინი

რეფერენდუმების ჩასატარებლად ყველაფერს გავაკეთებთ – პუტინი

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩასატარებლად ყველაფერს გააკეთებენ.

დღეს დილით პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვაში მან ასევე ისაუბრა რეფერენდუმზე, რომელიც გუშინ უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებმა რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმების შესახებ განაცხადეს.

პუტინის თქმით, დონბასში, ხერსონსა და ზაპოროჟიეს ოლქებში რეფერენდუმს მხარს ბოლომდე უჭერენ.

„ხაზს ვუსვამ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა რეფერენდუმის უსაფრთხო ჩატარება უზრუნველვყოთ, იმისთვის, რომ ხალხმა თავისი ნების გამოხატვა შეძლოს,“ – აცხადებს ის.

მოსალოდნელია, რომ რეფერენდუმზე ოკუპირებული რეგიონები რუსეთთან შეერთებას დაუჭერენ მხარს, რაც კრემლს ყირიმის მსგავსად მათი ანექსიის საშუალებას მისცემს.


დღეიდან რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ამ ეტაპზე პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება ან/და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება.

სიტყვით გამოვიდა ასევე თავდაცვის მინისტრიც, სერგეი შოიგუ.

წაიკითხეთ ვრცლად:

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.