ახალი ამბები

ყურადღებით ვადევნებთ თვალს — ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფისი გვარამიას საქმეზე

ყურადღებით ვადევნებთ თვალს — ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფისი გვარამიას საქმეზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოფისის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას საქმეს ყურადღებით აკვირდებიან.

„ჩვენ დაკვირვებით ვადევნებთ თვალს ბატონი გვარამიას საქმეს… ფუნდამენტური უფლებები და სამართლიანი სამართლებრივი პროცესის უფლება დაცული უნდა იყოს, გამჭვირვალე და სამართლიანი გადაწყვეტილებები, კანონის უზენაესობის პრინციპიდან და საერთაშორისო ვალდებულებებიდან, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან გამომდინარე“, – წერს იგი.

ფრედერიკ ბერნარდი, შარლ მიშელის ოფისის ხელმძღვანელი ამ წერილით უპასუხებს „მთავარი არხის“ იურისტის, თამთა მურადაშვილისა და ქართული მედიის სხვადასხვა წარმომადგენლის მიერ 24 მაისს გაგზავნილ წერილს. წერილს „მთავარი არხი“ აქვეყნებს.

წერილის თანახმადვე, ბერნარდი წერს, რომ ევროკავშირი გამუდმებით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს სასამართლო რეფორმა, – რაც 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი ქვაკუთხედია.


ნიკა გვარამიას 3-ნახევარი წლით პატიმრობა 16 მაისს მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა.

გვარამიას პროკურატურა ედავება „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.