CIU-ს ინტელექტკლუბმა 2022 წლის შემოდგომის სეზონი „რა? სად? როდის?“ ტურნირით – „ბუ და პინგვინი“ გახსნა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბმა 2022 წლის შემოდგომის სეზონი „რა? სად? როდის?“ ტურნირით – „ბუ და პინგვინი“ 30 სექტემბერს გახსნა.
ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ დებიუტანტი გუნდები, რომლებმაც პირველად იასპარეზეს CIU-ს ინტელექტკლუბში. ტურნირის ბოლოს, სამმა გუნდმა თანაბარი ქულა დააგროვა და საპრიზო ადგილები დამატებითი კითხვებით გადაინაწილეს:
1. „ორი კაციც და გავდივართ“;
2. „აკაცუკი“;
3. „სამართლიანობის ლიგა“.
თამაშს ესწრებოდა და გამარჯვებულის გამოვლენაში აქტიურად იყო ჩართული რექტორის მრჩეველი, გიორგი ფარეშიშვილი.
გამარჯვებულები ინტელექტკლუბისგან სუვენირული ბუებით, წიგნებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
შეგახსენებთ, ინტელექტკლუბში შემოდგომის სეზონზე 30-მდე ღონისძიებაა დაგეგმილი როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის.