კსუ-ის დოქტორანტმა რუსთაველის ფონდის დოქტორანტურის გრანტი მოიპოვა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტმა თამარ დევიძემ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2022 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსიში გაიმარჯვა! მისი კვლევის სათაურია „პან-თურქიზმის გავლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ უსაფრთხოებაზე“, რომლის მიზანია პან-თურქული იდეოლოგიის კვლევა იდეოლოგიის ჩასახვის დღიდან ოსმალეთის იმპერიის არსებობის ბოლო წლებამდე. პროექტის ფარგლებში თამარი შეისწავლის:
- როგორი იყო პან-თურქიზმის დოქტრინის განხორციელების პოლიტიკური ტექნოლოგიები და სტრატეგია კავკასიის რეგიონთან მიმართებაში;
- არსებობს თუა არა საფრთხე, რომ თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ კურსში პან-თურქული იდეოლოგიის გაძლერებამ საფრთხე შეუქმნას კავკასიის სამხრეთის ქვეყნების პოლიტიკურ სტაბილურობას, მათ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს თამარს კვლევის დაფინანსებას და წარმატებას უსურვებს სამეცნიერო კარიერაში!