ახალი ამბები

სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესში ცვლილებები შევიდა – როგორ უნდა დაიბრუნოთ რეგისტრაციისთვის გადახდილი თანხა

სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესში ცვლილებები შევიდა – როგორ უნდა დაიბრუნოთ რეგისტრაციისთვის გადახდილი თანხა

„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.

როგორც მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ხელმოწერილ, 21 ოქტომბერს გამოქვეყნებული ბრძანებიდან ჩანს, ცვლილებები შეეხო დირექტორთა სერტიფიცირების პროცესში მონაწილების საფასურის გადახდისა და მისი დაბრუნების შესაძლებლობებს.

გარდამავალი დებულების სახით გაიწერა, რომ დირექტორობის მსურველი, რომელიც დარეგისტრირდა 2020 წელს გამოცხადებული შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპისთვის დირექტორობის მსურველთა რეგისტრაციის ვადაში, უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს 2022 წლისათვის გამოცხადებულ შესარჩევ კონკურსში.

ხოლო იმ პირთა საყურადღებოდ, ვინც დარეგისტრირდა 2020 წელს გამოცხადებული შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპისთვის დირექტორობის მსურველთა რეგისტრაციის ვადაში, თუმცა აღარ სურს შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა, დაზუსტდა, რომ ასეთი პირი უფლებამოსილია მოითხოვოს რეგისტრაციის საფასურის უკან დაბრუნება, 2022 წლისთვის სერტიფიცირების ეტაპისთვის დადგენილი რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე.

ამისთვის მან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას უნდა მიმართოს.

განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და საბანკო ანგარიში, სადაც უნდა ჩაირიცხოს დასაბრუნებელი თანხა. დასაბრუნებელი თანხა მართვის სისტემის მიერ გაიცემა განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. თანხის დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში დირექტორობის მსურველი კარგავს სერტიფიცირების ეტაპზე გასვლის უფლებას.

დეტალური ინფორმაცია ცვლილებებისა და პროცედურის შესახებ იხილეთ მინისტრის ბრძანებაში.

ამავე თემაზე:

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი იწყება – ყველა დეტალი

ცნობილია რა შედეგი უნდა აჩვენოს სკოლის დირექტორობის მსურველმა ტესტირებაზე, რომ გასაუბრების უფლება მოიპოვოს

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.