ახალი ამბები

გიორგი გახარიას “იმედზე” ბიძინა ივანიშვილთან დებატები სურს

გიორგი გახარიას “იმედზე” ბიძინა ივანიშვილთან დებატები სურს

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან დებატების საკითხს აყენებს. ამის შესახებ მან დღეს, 28 ოქტომბერს ფეისბუკზე დაწერა და გამოაქვეყნა, ვიდეო სადაც ჩანს, რომ ტელეკომპანია “იმედის” გადამღები ჯგუფი ინტერვიუსთვის მის სახლთანაა მისული.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა ტელეკომპანია “იმედს” მიმართა, რომ პირდაპირ ეთერში მიიწვიონ პოლიტიკურ კორუფციაზე, ოლიგარქიაზე და საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებაზე სასაუბროდ.

“TV Imedi, როგორც ჩანს, ბევრი კითხვა დაგიგროვდათ. დავსხდეთ თქვენს ეთერში და ვისაუბროთ პოლიტიკურ კორუფციაზე, ოლიგარქიაზე, იმაზე, თუ როდიდან დაიწყო ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება. ჩუმად სახლში დადგომას, ასე სჯობს. ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ ფორმატში – გნებავთ იყოს დებატების ფორმატი, მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი დასვით, “ქართული ოცნების” ბოსები, ან თუნდაც მთლიანად ის, რაც ქართული ოცნებიდან დარჩა”, – წერს გახარია.

გიორგი გახარია გუშინ, 27 ოქტომბერს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა აშშ-ის მიერ მოლდოვაში რუსეთის გავლენის აგენტებისა და ოლიგარქების დასანქცირებას. მან აღნიშნა, რომ დემოკრატიის ყველაზე დიდი მტერი კორუფცია და ოლიგარქიაა, რაც საქართველოშიც უნდა დამარცხდეს:

“დემოკრატიის ყველაზე დიდი მტერია კორუფცია და ოლიგარქია. ისინი ანგრევენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, აჩერებენ განვითარებას და კლავენ მომავლის იმედს. ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში”, – წერდა გახარია.

26 ოქტომბერს აშშ-მ სანქციები დაუწესა მოლდოვაში რუსეთის მუდმივი მავნე გავლენის კამპანიებისა და სისტემური კორუფციისთვის 9 ფიზიკურ პირს და 12 ორგანიზაციას.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.