„ღამის შოუს ბენდი“ 17 ათას ლარად ქარელშიც გამართავს კონცერტს
ქარელის მუნიციპალიტეტის მერია 17 ათას ლარს გადაიხდის „ღამის შოუს ბენდის“ გალა კონცერტში.
რამდენიმე დღის წინ ნეტგაზეთთან საუბარში ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანების მმართველი გიორგი ეგნატაშვილი ამბობდა, რომ 17 ათასი ლარი თავად ბენდის მიერ შემთავაზებული საფასურია.
ხელშეკრულება სალომე კენჭუაშვილზე გაფორმდა, რომელიც, დოკუმენტაციის თანახმად, „გიორგი გაბუნიას ღამის შოუს“ საავტორო უფლებებს ფლობს. უშუალოდ მას მუნიციპალიტეტი 1 500 ლარს გადაუხდის.
დანარჩენების ანაზღაურება ასე გადანაწილდა:
ღამის შოუს ბენდს, რომელიც ტელეკომპანია „იმედს“ აფორმებს მუსიკალურად და რომლის წევრი – ბაბი კირკიტაძეც „პოტს ტვ-ის“ ერთ-ერთი წამყვანია, ხშირად იწვევენ მუნიციპალიტეტები კონცერტზე. მაგალითად, ამ წელს მას ქედა, მარტვილი და თეთრიწყარო, ჯამში, 61 500 ლარს გადაუხდიან.
„ღამის შოუს ბენდს“ 61 500 ლარს ქედა, მარტვილი, თეთრიწყარო და კასპი გადაუხდიან