ახალი ამბები

„შეიძლება, განათლების სისტემას მატყუარა ადამიანები მართავდნენ და მათ ვთხოვდეთ, ჩვენი შვილები სკოლებში პატიოსნად ცხოვრებას სწავლობდნენ?“

„შეიძლება, განათლების სისტემას მატყუარა ადამიანები მართავდნენ და მათ ვთხოვდეთ, ჩვენი შვილები სკოლებში პატიოსნად ცხოვრებას სწავლობდნენ?“

განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია დღეს, 19 ნოემბერს, განათლების მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ მინისტრმა საქართველოს ისტორიის საგნის შესახებ ტყუილი თქვა.

„თქვენი ხელისუფლების დროს საქართველოს ისტორიის საგანი სკოლებში გააუქმეთ“ – რა კითხვამ გააღიზიანა პარლამენტში მიხეილ ჩხენკელი

„განათლების სამინისტრო აქვეყნებს მინისტრის გამოსვლის ტექსტს, სადაც მინისტრი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს “საქართველოს ისტორიის საგანი სკოლებში გააუქმეთ და ჩვენ წელს, სექტემბერში აღვადგინეთ სამართლიანობა და საქართველოს ისტორია, როგორც დამოუკიდებელი საგანი, დავაბრუნეთ სასკოლო პროგრამაში თავისი სახელმძღვანელოთი.”

„გარდა იმისა, რომ ტყუილია, რომ საქართველოს ისტორია (როგორც ცალკე საგანი) როდისმე, არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას, არამედ ბოლო 80 წლის განმავლობაში საქართველოს სკოლებში არ ისწავლებოდა, როგორ შეიძლება ხელისუფლება თავს იმით იწონებდეს, რომ თურმე ამ მნიშვნელობის საკითხის გამოსწორებას 10 წელი მოუნდა? შეიძლება, განათლების სისტემას მატყუარა ადამიანები მართავდნენ და მათ ვთხოვდეთ, ჩვენი შვილები სკოლებში პატიოსნად ცხოვრებას სწავლობდნენ?“, – წერს სიმონ ჯანაშია და საკუთარ განცხადებას ფაქტებით ამყარებს:

ილუსტრაციაზე საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო. გრიფირებული იყო 2008-2011 წლებში.

ამ ლინკზე კი დაათვალიერებთ 2012 წელს გამოცემულ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს.

მიხეილ ჩხენკელმა, 18 ნოემბერს, საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას თქვა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ, სკოლაში საქართველოს ისტორიის  დამოუკიდებელ საგნად დაბრუნებით სამართლიანობა აღადგინა:

„მსურს, გამოვეხმაურო ერთ-ერთ საკითხს, რომელიც ბატონმა როსტომმა დასვა სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლებასთან დაკავშირებით. მე საერთოდ მაინტერესებს, როგორ სვამთ ამ კითხვას, როდესაც თქვენი ხელისუფლების დროს საქართველოს ისტორიის საგანი სკოლებში გააუქმეთ და ჩვენ წელს, სექტემბერში აღვადგინეთ სამართლიანობა და საქართველოს ისტორია, როგორც დამოუკიდებელი საგანი, დავაბრუნეთ სასკოლო პროგრამაში თავისი სახელმძღვანელოთი.

„ეს მინდოდა ხაზგასმით აღმენიშნა და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მეთქვა, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, ამ სასწავლო წელს დაბრუნდა საქართველოს ისტორია, როგორც დამოუკიდებელი საგანი სკოლებში. საამაყო ამბავია, რომ ჩვენი მოსწავლეები დღეს საქართველოს ისტორიას დამოუკიდებელ საგნად შესაბამისი, ღირსეული სახელმძღვანელოთი შეისწავლიან, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში იმუშავეს ჩვენმა საუკეთესო ისტორიკოსებმა და სპეციალისტებმა‘‘,

ასევე იხილეთ:

რა უპასუხა მიხეილ ჩხენკელმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტში

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.