ქეთევან ღამბაშიძის საჯარო ლექცია CIU-ში
22 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: “ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებების გამოყენება და მნიშვნელობა საერთაშორისო დაბეგვრის პრაქტიკაში”.
ლექციას მოდერატორობა გაუწია ქეთევან ღამბაშიძემ – MBA, PhD(c) – გრანთ თორნთონ საქართველოს საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელი, სერტიფიცირებული აუდიტორი, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ რეგისტრირებული აუდიტორი. 17+ წლიანი გამოცდილებით საგადასახადო დაბეგვრაში, ბუღალტერიაში, საგადასახადო დავებში, აუდიტში, მენეჯმენტ კონსალტინგში, ფინანსურ მენეჯმენტში და კონტროლში.
ტრენერმა ისაუბრა ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებების სამართლებრივ ჩარჩოზე, ხელშეკრულებების მნიშნელობასა და როლზე სახელმწიფოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვის განვითარებაში. განხილული იქნა შეთანხმებების საერთაშორისო პრაქტიკაში გამოყენების საკითხი. ასევე, განხილულ იქნა რიგი მნიშვნელვანი მუხლები და პრაქტიკული მაგალითები.