ახალი ამბები

3 ივლისს მეწყერის გამო 15 რეისი გაუქმდა – რკინიგზა

3 ივლისს მეწყერის გამო 15 რეისი გაუქმდა – რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მეწყრის გამო 3 ივლისის 15 მაგისტრალური და საგარეუბნო რეისი გაუქმდა. საუბარია სადგურ მარელისთან ჩამოწოლილ მეწყერზე.

რაც შეეხება გაუქმებულ რეისებს, ესენია:

მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები:
#806 თბილისი-ბათუმი 06:30
#805 ბათუმი-თბილისი 14:30
#802 თბილისი-ბათუმი 08:00
#803 ბათუმი-თბილისი 08:10
#808 თბილისი-ბათუმი 10:35
#812 თბილისი-ბათუმი 0:35
#811 ბათუმი-თბილისი 0:45
#870 თბილისი-ზუგდიდი 08:40
#12 თბილისი-ოზურგეთი 08:50
#18 თბილისი-ქუთაისი 08:50
#873 ფოთი-თბილისი 07:20
#11 ოზურგეთი-თბილისი 09:00
#17 ქუთაისი-თბილისი 12:25

საგარეუბნო მატარებლები:
#6446 ხაშური-ზესტაფონი 06:50
#6417 ზესტაფონი-ხაშური 06:50

„მგზავრობის საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ენდეთ. სხვა რეისებთან დაკავშირებით, ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით,“ – წერს რკინიგზა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.