მთავრობა: აღმზრდელი პედაგოგების შეფასებისა და წახალისების სისტემები განვითარდება

საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ განათლების მიმართულებით მისი ერთ-ერთი ამოცანაა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ყველა დაწესებულების მიერ მაღალი ხარისხის, მხარდაჭერასა და განვითარებაზე ორიენტირებული სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველყოფა.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“-ში ვკითხულობთ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება აღმზრდელ-პედაგოგების მომზადების, პროფესიაში შესვლისა და მათი უწყვეტი პროფესიული განვითარების მიმართულებით.

„აღნიშნული აგრეთვე მოიცავს შესრულებული სამუშაოს შეფასების, კარიერული განვითარების დაგეგმვისა და წახალისების სისტემების განვითარებას. აღმზრდელ-პედაგოგები ასევე ჩაერთვებიან საჭიროებებზე დაფუძნებული უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესში. ამავდროულად, ხელი შეეწყობა დაწესებულების დირექტორების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მათ შეძლონ, იმოქმედონ, როგორც ინსტრუქციულმა ლიდერებმა“, – წერია ხედვაში, რომელიც შვიდ ნოემბერს გამოქვეყნდა.

მთავრობა სიახლეს გვპირდება სკოლამდელი განათლების სპეციალისტების მომზადების მიმართულებითაც და ამბობს, რომ დაიწყება ადრეული და სკოლამდელი განათლების სპეციალისტების მომზადება ბაკალავრიატის დონეზე:

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა მოქმედი პერსონალის პროფესიული განვითარება, მათი ინდივიდუალური საჭიროებების თანახმად, დაეფუძნება პროფესიული განვითარების წინასწარ შემუშავებულ სქემას, რომელიც გაითვალისწინებს კომპეტენციებზე დაფუძნებული ანაზღაურების ზრდის სისტემას. კომპეტენციების შეფასება განხორციელდება რეგულარული მონიტორინგის საშუალებით“.

ასევე იხილეთ:

გამოწვევად რჩება განათლების ხარისხი და ინსტიტუციური გაძლიერება – მთავრობის „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“ გამოქვეყნდა

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.