ახალი ამბები

„მინდა, ვუსურვო ახალგაზრდებს, რომ ეს იყოს მათი წელი“ – პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა 2023

„მინდა, ვუსურვო ახალგაზრდებს, რომ ეს იყოს მათი წელი“ – პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა 2023

მოდის 2023 წელი და მინდა, ყველას მოგილოცოთ, გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა, წარმატება ამ წელს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვაში განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, 2023 წელი იქნება ნამდვილად ევროპის წელი.

„ეს წელი 2022 წელი სრულდება, რაც იყო, იყო და ალბათ არ გვინდა ახლა, რომ ამას ჩავუღრმავდეთ. რაც მთავარია, ეს წელი ყველაზე მძიმე იყო ჩვენი მეგობარი უკრაინელებისთვის. მათ შეძლეს და აჩვენეს მსოფლიოს, რას ნიშნავს შემართება, რას ნიშნავს ბოლომდე ბრძოლა საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის და ჩვენი ყველას თავისუფლებისთვის, რადგან ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რას ნიშნავს ეს ბრძოლა და მას გავლილი აქვს ძალიან მძიმე გზა, ამიტომაც ქართველმა ხალხმა გამოიჩინა უნახავი სოლიდარობა. ყველა შესაძლო ფორმით გამოუხატა თავის მეგობარ ქვეყანას, რომ მის გვერდით ვდგავართ, თუმცა ჩვენ ბრძოლაში არა ვართ, მაგრამ ჩვენ ვიზიარებთ იმ მომავალს, იმ პერსპექტივას, რომელსაც გვიხსნის დღეს უკრაინის ბრძოლა.

დღეს მსოფლიოში ორი კატეგორია ადამიანების არიან, ვისაც სჯერა, რომ სრულდება ერთი ეპოქა, ვისაც სჯერა, რომ არაფერი არ არის მუდმივი მსოფლიოში და გეოპოლიტიკაში, რომ დგება ახალი პერსპექტივა ყველასთვის, რომ რუსეთი ბოლოს დაუბრუნდება თავის საზღვრებს და დასრულდება სხვა ქვეყნების ოკუპაცია. ეს არის ის პერსპექტივა, რაც გაგვიხსნა უკრაინის ბრძოლამ და რისთვისაც ჩვენ ვართ უზომოდ მადლიერი.

ეს წელი ასევე იყო დიდი, ახალი იმედების, ევროპული იმედების და ნაწილობრივ იმედგაცრუების, მაგრამ ჩვენ მივიღეთ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ევროპული პერსპექტივა, რამეთუ ამან დაასრულა სამუდამოდ ის გეოგრაფიული კითხვის ნიშნები, რაც არსებობდა საქართველოს მიმართ, ვართ თუ არა ევროპაში. პერსპექტივა იმას ნიშნავს, რომ ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ვართ. ჩვენ მხოლოდ ის უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ქართული ღირებულებები, რაც არის ამავდროულად ევროპული ღირებულებები, არის ის, რაც დღეს ჩვენ გვამოძრავებს. ამას თუ დავამტკიცებთ და ეს პრაქტიკულად ჩვენში არსებობს, ჩვენ იმ იმედგაცრუებასაც გადავლახავთ და 2023 წელი იქნება ნამდვილად ევროპის წელი.

მოდის 2023 წელი და მინდა, ყველას მოგილოცოთ, გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა, წარმატება ამ წელს. მინდა, ეს ვუსურვო ყველა ოჯახს საქართველოში. მინდა, თქვენ იყოთ წარმატებული, რომ თქვენ ოჯახში შემოვიდეს მშვიდობა, დამკვიდრდეს ყველანაირი ფორმით ბედნიერება, ჯანმრთელობა. მე მინდა, ვუსურვო ახალგაზრდებს, რომ ეს იყოს მათი წელი, მათთვის არის ქართული ევროპული მომავალი. მე მინდა, რომ თქვენ ამ ქვეყანას აღარ ტოვებდეთ და პირიქით, ბრუნდებოდეთ, რადგან დღეს ამ ქვეყანას თქვენ ყველაზე მეტად სჭირდებით.

მინდა, მივმართო დიასპორას და ვუსურვო ასევე ძალიან ბედნიერი წელი. მათაც მინდა, მივმართო და ვუთხრა, რომ დღეს ალბათ, დრო არის დაბრუნების, რადგან ახალი პერსპექტივა ევროპული პერსპექტივა თქვენზეც არის დამოკიდებული. თქვენ ხართ ისინი, ვისაც შეუძლია, რომ ჩამოიტანოთ აქ ის წესები, ის სტანდარტები, რომლებიც ესოდენ გვჭირდება. თქვენ უნდა ჩამოხვიდეთ აქ, რადგან არ უნდა დატოვოთ ამ ქვეყანაში სიცარიელე, რომელიც მერე სხვებისგან იქნება შევსებული.

მინდა, 2023 წელი მივულოცო, დღეს ძალიან მძიმე პირობებში მყოფ ჩვენ მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ძალიან მძიმე პირობებში, რამეთუ ომი მათთვის და მათზე ვრცელდება პირდაპირ თუ ირიბად. ჩვენ უნდა ვიდგეთ ჩვენ ადგილას და ჩვენ დღეს უნდა ვიყოთ თქვენ გვერდით, რათა ყველანაირად დავიცვათ თქვენი იდენტობა, თქვენი ენა და ჩვენი ერთად ყოფნა. მე არ ვიცი, ეს მონაკო იქნება თუ სხვა რამე, მაგრამ ვიცი, რომ დღეს ჩვენ თქვენ უნდა გიადვილებდეთ დღევანდელ ყოფას, თქვენზე ვრცელდებოდეს უნდა და გაძლევდეთ მოქალაქეობის საბუთებს ბევრად ადვილად, რათა თქვენ საქართველოდან შეძლოთ ევროპასთან დაახლოება.

მე მინდა, ეს წელი მივულოცო ჩვენს პატრიარქს, რამდენიმე დღეში ვიზეიმებთ მის დაბადების დღეს, მინდა, ვთქვა, რომ ჩვენთვის თქვენ ხართ ასევე იმედისმომცემი მომავალი წლისთვის და შემდეგ და შემდეგ.

მინდა, ყველას მოგილოცოთ 2023 წელი და ვისურვო, რომ ერთად, ერთიანობით, სოლიდარობით შევხვდეთ ამ ახალ წელს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის მილოცვის ვიდეო ჩანაწერი

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.