ახალი ამბები

ბელგიის პოლიციამ დაადასტურა ლიზა ქისტაურის დაღუპვის ფაქტი — საგარეო

ბელგიის პოლიციამ დაადასტურა ლიზა ქისტაურის დაღუპვის ფაქტი — საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ბელგიის პოლიციამ დაადასტურა ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტი.

„ბელგიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. განხორციელდება ყველა საჭირო პროცედურა“, — აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ჯერჯერობით უცნობია მისი დაღუპვის გარემოებები.

ლიზა ქისტაური ბოლო წლებში ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ცხოვრობდა. მასთან კონტაქტი რამდენიმე დღის წინ გაწყდა, რის შემდეგაც ეძებდნენ.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.