ახალი ამბები

ამ შემთხვევაში, არასერტიფიცირებული სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ადგილას კონკურსი გამოცხადდება – მინისტრის მოადგილე

ამ შემთხვევაში, არასერტიფიცირებული სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ადგილას კონკურსი გამოცხადდება – მინისტრის მოადგილე

„საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირების შედეგები, დაახლოებით, 3 კვირის განმავლობაში იქნება ცნობილი“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა დღეს, 25 იანვარს ისაუბრა.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სკოლის სამეურვეო საბჭოებს კონკრეტული კანდიდატები გასაუბრების ეტაპის გავლის შემდეგ წარედგინებათ და, „რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას ამ შემთხვევაში სამეურვეო საბჭო იღებს“. თუმცა, მისივე თქმით, სკოლაში, სადაც არასერტიფიცირებული სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იქნება, მის ადგილას კონკურსი გამოცხადდება.

„კანდიდატს სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს იმისათვის, რომ შემდეგ სამეურვეო საბჭოზე წარვადგინოთ. თუ ჩვენ ასეთი შემთხვევები მაინც დაგვიდგა, რომ კონკრეტულ სკოლაში, იმ გეოგრაფიულ მოცემულობაში, სერტიფიცირებული კანდიდატი არ წავიდა და მაინც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დაგვრჩა, იმ კონკრეტულ ლოკაციაზე აუცილებლად გამოცხადდება კონკურსი.

„სკოლის დირექტორობის მსურველებისთვის, ადრინდელი ჩანაწერი “სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება – მათ შორის, ერთი წელი სკოლაში მუშაობის გამოცდილება” გავწიეთ და ეს ეტაპები თუ გაიარა, სამეურვეო საბჭოებისთვსი წარდგენა რომ მოგვიწევს მაშინ მოვთხოვთ ამას. მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება მეტი შემოსულიყო სერტიფიცირების ეტაპზე. ჩვენ ახალგაზრდები გვყავს, ვისაც, შესაძლოა, ჯერ არ ჰქონდეს ერთწლიანი სკოლაში მუშაობის გამოცდილება და სცადოს თავისი ბედი, რადგან სერტიფიცირებას, როდესაც მას გაივლის, ექვსწლიანი ვადა აქვს და მისთვის ეს სტიმული იქნება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ “ტელეკომპანია იმედის” პირდაპირ ეთერში.

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი, ტესტირება 22 იანვარს ჩატარდა და მასში მონაწილეობა მხოლოდ 1839-მა მსურველმა მიიღო. სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირებაზე გასული აპლიკანტები შედეგების გაგებას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდის მეშვეობით, რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის მითითებით შეძლებენ.

ტესტის მაქსიმალურ ქულათა ჯამი შეადგენს 80 ქულას, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან: საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მოიცავს დახურულ კითხვებს (მაქსიმალურ ქულათა ჯამი 20 ქულა) და პროფესიული უნარები, რომელიც მოიცავს ღია კითხვებს (მაქსიმალურ ქულათა ჯამი 60 ქულა).

კონკურსანტის კომპეტენცია და უნარები წარმატებით დაძლეულად ჩაითვლება ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ის დაგროვების შემთხვევაში. ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, კონკურსანტს საშუალება ეძლევა გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე.

ასევე იხილეთ:

„პოლიტიზირებაა მთავარი ნიშანსვეტი და არა თაობების ცვლისა და განახლების სურვილი“ – სიმონ ჯანაშია სკოლის დირექტორების სერტიფიცირების გამოცხადებაზე

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.