ახალი ამბები

როდის ავლენს სწრაფი ტესტი ომიკრონს | იმნაძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე უარყოფს, რომ სწრაფი ტესტები ომიკრონის შტამს ეფექტურად ვერ ავლენენ, თუმცა განმარტავს, როდის არის ტესტის გაკეთება მიზანშეწონილი.

„ტესტებზე ბევრი ჭორი გავრცელდა. ზაფხულში პირველად რომ გამოჩნდა „დელტა“, მაშინაც ზუსტად იგივე საუბარი იყო, რომ სწრაფი ტესტი არ მუშაობს. ძალიან კარგად მუშაობს სწრაფი ტესტები. ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი სწრაფი ტესტითაა დაჭერილი, უბრალოდ დიდი მნიშვნელობა აქვს დროს, როდესაც სწრაფი ტესტი კეთდება. თუ ადამიანი უსიმპტომოა, სწრაფი ტესტი ნაკლებად ეფექტიანია. თუ სიმპტომები გამომჟღავნდება, იმ წუთში ნუ გავიქცევით — გადავიდეთ თვითიზოლაციაში და სიმპტომების გაჩენიდან მე-2, მე-3 დღეს სწრაფი ტესტი მშვენივრად იჭერს. ხანდახან „პისიარიც“ ვერ იჭერს. ამას ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის ნიმუშის არასწორად აღება. შეიძლება ნიმუშის ამღებმა ჩხირი ცხვირში უბრალოდ მოუცაცუნოს. ჩხირი ცხვირ-ხახაში უნდა გადავიდეს, ესაა მასალის კარგი აღება და ამასაც აქვს მნიშვნელობა“, — განაცხადა პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.