ახალი ამბები

ცნობარში ცვლილებები შევა – რა არ უნდა გამორჩეთ 2022 წლის აბიტურიენტებს უნივერსიტეტების ცხრილების შესახებ

ცნობარში ცვლილებები შევა – რა არ უნდა გამორჩეთ 2022 წლის აბიტურიენტებს უნივერსიტეტების ცხრილების შესახებ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის აბიტურიენტის ცნობარში აგვისტოს თვემდე ცვლილებები განხორციელდება და აბიტურიენტებს მოუწოდებს, რომ ყურადღებით გაეცნონ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რომელმა უნივერსიტეტის საგანამანათლებლო პროგრამამ გაიარა აკრედიტაცია, ვინაიდან დღეს მოქმედ ცნობარში მოცემული ცხრილები, სადაც უნივერსიტეტის აკრედიტებული პროგრამების შესახებ არის ინფორმაცია დატანილი, 2022 წლის იანვრის მონაცემებზე დაყრდნობით მომზადდა, აკრედიტაციის პროცესი კი ახაც გრძელდება.

“დოკუმენტში წარმოდგენილია იმ საგანმანათლებლო პროგრამების, ჩამონათვალიც რომლებზეც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში მიმდინარეობს აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება და აღნიშნული პროგრამის თაობაზე ინფორმაცია ელექტრონულ ბაზაში აისახება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მიიღება მათთან დაკავშირებით საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს დადებითი გადაწყვეტილება”, – განმარტავს ცენტრი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც 4 მარტს EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტი რეგულარულად გაეცნოს როგორც თავად ცნობარს, ისე აგვისტოს თვემდე პერიოდულობით განხორციელებული ცვლილებების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციებს, სადაც მოცემული იქნება სხვადასხვა უნივერსიტეტის პროგრამების ახალი სტატუსის შესახებ სიახლე.

ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსის, ანუ აკრედიტებული ან არააკრედიტებული შესახებ საბოლოო ინფორმაცია, მონაცემთა ბაზაში და ასევე აბიტურიენტის ცნობარში 8 აგვისტომდე უნდა აისახოს. ამ დროისთვის კი აბიტურიენტებს თავიანთ პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა ჯერ ისევ ექნებათ.

ასევე იხილეთ:

რა შემთხვევაში ვერ გავლენ ეროვნულ გამოცდაზე მასწავლებლები, აბიტურიენტები და სტუდენტები – პრემიერის ბრძანება და „ნაეკის“ ახალი ვალდებულება

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.