ახალი ამბები

რა ხდება დნესტრისპირეთში

რა ხდება დნესტრისპირეთში

მოლდოვის ხელისუფლებამ უარყო რუსეთის ბრალდება, რომ უკრაინა გეგმავს დნესტრისპირეთში შეჭრას და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მანამდე განაცხადა, რომ კიევის ხელისუფლებამ გააძლიერა მზადება დნესტრისპირეთში შეჭრისთვის, რაც საფრთხეს უქმნიდა რუს სამშვიდობოებს. უწყება უკრაინის მიერ ცრუ დროშის ოპერაციის მზადებაზე აცხადებდა, რომლის მიხედვითაც რუსულ ფორმებში გადაცმული სამხედროები დნესტრისპირეთიდან თითქოს თავს დაესხმებოდნენ უკრაინას და ეს უკანასკნელი დაიწყებდა საპასუხო ოპერაციას.

კიშინიოვი, თავის მხრივ, კვირების განმავლობაში აფრთხილებდა საზოგადოებას, რომ რუსეთი მოლდოვის ხელისუფლების ხელში ჩაგდებას გეგმავს.

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, მოლდოვაში ენერგეტიკული კრიზისი შეიქმნა. ამას ემატება ინფლაცია და უკრაინიდან ლტოლვილთა დიდი ნაკადი. ქვეყანაში დაიწყო საპროტესტო აქციები პოპულისტური და პრორუსული პარტია ȘOR-ის ორგანიზებით, რომელსაც ისრაელში გაქცეული ოლიგარქი ილან შორი ხელმძღვანელობს.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთი დაადანაშაულა, რომ რუსეთის, სერბეთის, ბელარუსისა და მონტენეგროს უცხოელი დივერსანტების დახმარებით მოლდოვის მთავრობის დამხობის შეთქმულებას აწყობს.

დნესტრისპირეთი, რომელმაც დამოუკიდებლობა 1990 წელს გამოაცხადა, მოლდოვას აღმოსავლეთ ფლანგზე, მდინარე დნესტრსა და უკრაინის საზღვარს შორის მდებარეობს. სეპარატისტულ რეგიონში რუსი სამხედროები არიან განლაგებული.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დნესტრისპირეთში დაფიქსირდა აფეთქებების სერია, რაშიც დნესტრისპირეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ — უკრაინა, კიევმა კი რუსეთი დაადანაშაულა.

BBC-ის ცნობით, მიმდინარე კვირის დასაწყისში პრო-სეპარატისტულმა სოციალურმა არხმა განაცხადა, რომ უკრაინა-მოლდოვას დამაკავშირებელ გზატკეცილზე შენიშნეს უკრაინული სამხედრო ტექნიკა, მაგრამ არადამაჯერებელ ფოტოზე ნაჩვენებია მხოლოდ რამდენიმე პატარა ჯავშანმანქანა და უკრაინის დროშა.

დნესტრისპირეთის სამშვიდობო ორგანოს ხელმძღვანელმა ოლეგ ბელიაკოვმა განაცხადა, რომ მოსახლეობაში პანიკა არ ყოფილა, მაგრამ რუსეთის გაფრთხილებები „სერიოზული შეშფოთების საფუძველს იძლეოდა“.

საქართველოში აპირებენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ, რომლის მიხედვითაც ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა, ჩაითვლება „უცხოეთის გავლენის აგენტად“.

მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონპროექტის მიზანია საქართველოში მოქმედი იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკვირდებიან და აკრიტიკებენ ხელისუფლებას.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.