ახალი ამბები

ომის წლისთავისთვის ბაიდენი ევროპაში ვიზიტს განიხილავს — მედია

ომის წლისთავისთვის ბაიდენი ევროპაში ვიზიტს განიხილავს — მედია

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1 წლისთავზე, ევროპაში გამგზავრებას განიხილავს. ინფორმაციას ამერიკული NBC და CNN პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ის, რომ ვიზიტი შედგება, ოფიციალურად დადასტურებული ჯერ არ არის და დეტალები კვლავაც ზუსტდება. თუმცა, ოფიციალური პირის თქმით, განხილვის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი გაჩერება პოლონეთია — ნატოს საკვანძო მოკავშირე.

პოლონეთი, სადაც ათასობით ამერიკელი სამხედროა განლაგებული, წარმოადგენს კერას, რომლის გავლითაც დასავლეთის მიერ გაცემული იარაღი უკრაინამდე აღწევს.

როგორც CNN წერს წყაროზე დაყრდნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ, უსაფრთხოების რისკების ფონზე, ვიზიტის ფარგლებში ბაიდენი უშუალოდ უკრაინაში ჩავა.

მანამდე, 25 იანვარს, კიევის მრავალთვიანი მოთხოვნის შემდეგ, გერმანიამ და აშშ-მა თავიანთი წარმოების მთავარი საბრძოლო ტანკების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ განაცხადეს. პირველ ეტაპზე გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტიპის 14 ტანკს მიაწვდის, აშშ კი — 31 M1 Abrams-ს.

გერმანული წარმოების ტანკებს უკრაინელებს სხვა ევროპელი პარტნიორებიც გადასცემენ. „ლეოპარდებით“ დაგეგმილია ორი სატანკო ბატალიონის სწრაფად შეკრება.

რას შეცვლის უკრაინისთვის ტანკების გადაცემა? — 3 ქართველი გენერლის მოსაზრება

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.