ახალი ამბები

უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით ბაიდენი პოლონეთში ჩავა

უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით ბაიდენი პოლონეთში ჩავა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 20-22 თებერვალს პოლონეთს ეწვევა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ დღეს, 11 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტი უკავშირდება რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთი წლისთავს. რუსეთმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს წამოიწყო.

ჯონ კირბის ცნობით, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას გარდა, ბაიდენი რეგიონის სხვა ლიდერებსაც შეხვდება. გარდა ამისა, ბაიდენი ისაუბრებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანობის აუცილებლობასა და ასევე, აშშ-ის მხრიდან უკრაინის განგრძობად მხარდაჭერაზე.

„ვიცით, რომ შემდეგი კვირები და თვეები რთული და კრიტიკული იქნება, განსაკუთრებით მათი (უკრაინელების) სამხედრო ძალებისთვის, აშშ გააგრძელებს მათ გვერდით დგომას“, — განაცხადა კირბიმ.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.