ახალი ამბები

რა შეცდომები არ უნდა დაუშვას აბიტურიენტმა ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას – ჩამონათვალი

რა შეცდომები არ უნდა დაუშვას აბიტურიენტმა ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას – ჩამონათვალი

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაციის პროცესი 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე აბიტურიენტებს მოუწოდებს, რომ რეგისტრაცია დროულად გაიარონ და ბოლო დღეებისთვის არ გადადონ.

იმის გათვალისწინებით, რომ აბიტურიენტები რეგისტრაციის პროცესში არაერთ შეცდომას უშვებენ, EDU.ARIS.GE – მ იმ შეცდომების ჩამონათვალი და რჩევები შეკრიბა, რომელთა დაცვაც რეგისტრაციას გაგიადვილებთ და დაგეხმარებათ.

პირველი და მთავარი! – შენი მთავარი დამხმარეა აბიტურიენტის ცნობარი და მისი ყურადღებით, დეტალურად გაცნობა რეგისტრაციისთვის აუცილებელია.

რას გაიგებ კრებულიდან: კრებული თავს უყრის 2023 წლის სიახლეებს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, ხშირად დასმულ კითხვებსა და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს. აბიტურიენტები გაეცნობიან გამოცდებთან დაკავშირებულ ინფორმაციას: სიახლეებს, რეგისტრაციის ინსტრუქციას, ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ. ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.

მეორე და არანაკლებ მთავარი! ჯერ იხდი თანხას და შემდეგ რეგისტრირდები ელექტრონულად.

“ვეთანხმები რეგისტრაციის წესებს” – თუ ამ ველს არ მონიშნავ რეგისტრაციას ვეღარ გააგრძელებ.

რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია

შეცდომების ჩამონათვალი, რომელიც არ უნდა დაუშვათ:

  • აპლიკანტებს რეგისტრაცია ვერ მიჰყავთ ბოლომდე, რადგან არ კითხულობენ წესებს და შესაბამისად, ავიწყდებათ ბმულის მონიშვნა – გავეცანი და ვეთანხმები რეგისტრაციის წესებს;
  • რეგისტრაციის დასასრულებლად აუცილებელია აპლიკანტმა გამოიყენოს შენახვის ღილაკი. ამ ღილაკზე დაჭერის გარეშე რეგისტრაცია დასრულებულად არ ითვლება;
  • მომხმარებლის სახელში, ელფოსტის ნაცვლად, უთითებენ სახელს და გვარს;
  • იმ აბიტურიენტებს, რომლებიც სახელოვნებო ან სასპორტო პროგრამებზე აბარებენ, ავიწყდებათ შემოქმედებითი ტურის არჩევა;
  • პროგრამების კოდებს უთითებენ არასწორად;
  • გამოცდებში მონაწილეობის მსურველები ხშირად თანხის გადახდის გარეშე იწყებენ რეგისტრაციას;
  • საერთო სამაგისტრო პროგრამაზე შეცდომით ირჩევენ ტესტის ტიპს;
  • თანხის გადახდის დროს შეცდომით უთითებენ პირად ნომერს;
  • არასწორად რიცხავენ თანხას (მაგ.: ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაცვლად საერთო სამაგისტრო გამოცდაზე და სხვ.).

ასევე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოგიწოდებთ და გთხოვთ, რომ რეგისტრაციისას მიუთითოთ ტელეფონის ნომერი, რომელზე წვდომაც მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში გექნებათ, ვინაიდან ცენტრმა შესაძლებელია, აღნიშნულ ნომერზე გამოაგზავნოს ინფორმაცია საგამოცდო პროცესებთან დაკავშირებით.

ასევე იხილეთ:

ისტორია, მათემატიკა და უცხო ენა – რა ცვლილებები ელით 2023 წლის აბიტურიენტებს სამი საგნის ტესტებში

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.