ახალი ამბები

კურორტების განვითარების სააგენტო გრუნის პარტნიორია

კურორტების განვითარების სააგენტო გრუნის პარტნიორია

21 მარტს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებით უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკის ხარისხისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაუმჯობესება. აღნიშნული თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისა და პროფესორებისათვის.

სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს ძირითადი მიზნებია კურორტების, საკურორტო და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების განვითარება, კურორტებისა და საკურორტო ადგილების კომპლექსური განვითარების ხელშეწყობის მიზნით ტურისტული ადგილების, მათ შორის, კულტურული, ისტორიული, რეკრეაციული ან/და სხვა ადგილებისა და ობიექტების შესწავლა, ასევე, მათი განვითარება-პოპულარიზაციის მიზნით შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, კურორტებსა და საკურორტო ადგილებზე მასობრივი სპორტისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.