ახალი ამბები

მოსკოვი აფხაზეთში რუსულ პენსიებსა და დანამატებზე ფულის ხარჯვის კონტროლს იწყებს

მოსკოვი აფხაზეთში რუსულ პენსიებსა და დანამატებზე ფულის ხარჯვის კონტროლს იწყებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა პროტოკოლს, რომლის თანახმად, აფხაზეთში რუსეთის პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის, რუსეთის ბიუჯეტიდან გაცემული პენსიებსა და დანამატებზე ფულის ხარჯვა გაკონტროლდება. ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული პროტოკოლი, რუსეთ-აფხაზეთის 2015 წლის დიდი შეთანხმების ნაწილია, რომელიც აქამდე არ იყო რატიფიცირებული.

ახალი რეგულაციის შესაბამისად, აფხაზური მხარე ვალდებული იქნება დააბრუნოს ფული, რომელიც აფხაზეთიდან საცხოვრებლად სხვაგან გადასვლის, რუსეთის მოქალაქეობის დაკარგვის ან მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში აღარ გაიცემა.

სხვადსხვა მონაცემით, აფხაზეთში მოსახლეობის, დაახლოებით, 80%, აფხაზურის პარალელურად, რუსეთის მოქალაქეობას ფლობს. შესაბამისად, საპენსიო ასაკის მოსახლეობას ასაკობრივი პენსია, ასევე, რუსეთის ბიუჯეტიდან ერიცხება.

რუსეთმა დაფინანსების პირობების გადახედვის პროცესი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაშიც დაიწყო. მოსკოვს სურს, მეტი კონტროლი მიიღოს ფულის ხარჯვაზე და ცხინვალისგან მკაცრ საგადასახადო და საკადრო პოლიტიკას მოითხოვს.

მოსკოვი ცხინვალში იწყებს რუსული ფულის ხარჯვის კონტროლს

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.