ევროპული ღირებულებები ქართველი ხალხის სისხლშია – მიშელი
![ევროპული ღირებულებები ქართველი ხალხის სისხლშია – მიშელი](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2023/05/Untitled-design-2023-05-30T201439.510.jpg)
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროპული ღირებულებები ქართველი ხალხის სისხლშია.
თუმცა მისი თქმით, ევროპული ოჯახისკენ საქართველოს გზაზე საკვანძო პრიორიტეტებში კონკრეტული პროგრესი გადამწყვეტია.
ამის შესახებ განცხადება შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ტვიტერზე გაავრცელა.
„კიდევ ერთხელ დავუდასტურე პრეზიდენტ ზურაბიშვილს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი საერთო ევროპული მომავლის მიმართ“, – დაწერა მიშელმა ტვიტერზე.
Комментарии в Facebook