ახალი ამბები

აქცია ცხოველთა დაცვისა და მოძალადეების დასჯის მოთხოვნით

აქცია ცხოველთა დაცვისა და მოძალადეების დასჯის მოთხოვნით

თბილისსა და სხვა ქალაქებში ცხოველთა დაცვის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გამართეს.

მათ გააპროტესტეს ძალადობა ცხოველებზე, მოითხოვეს დამნაშავეების დასჯა და კანონის გამკაცრება მიუსაფარი ცხოველების დასაცავად.

თბილისში აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გაიმართა.

15 ივნისს Facabook-ზე ერთ-ერთმა გვერდმა გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ გვიან ღამით გარეთ მყოფ ძაღლს, სავარაუდოდ, მანქანიდან ესვრიან. მას შემდეგ, რაც ძირს დაცემული ძაღლი წამოდგომასა და გაქცევას ცდილობს, მანქანიდან პიროვნება გადმოდის, ძაღლს უახლოვდება და სავარაუდოდ, ისევ ესვრის. სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ დააკავა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.