ახალი ამბები

ლუკაშენკო: საქართველოს მობეზრდა დასავლეთის დაპირებები, პოსტსაბჭოთა ბაზარზე სურს დაბრუნება

ლუკაშენკო: საქართველოს მობეზრდა დასავლეთის დაპირებები, პოსტსაბჭოთა ბაზარზე სურს დაბრუნება

„საქართველოს მობეზრდა დასავლეთის დაპირებები და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზარზე დაბრუნება სურს,“ — ეს განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ დსთ-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე გააკეთა.

„მაგალითად საქართველო. თქვენ ხედავთ გარკვეულ ცვლილებას მათ პოლიტიკაში: მათ მობეზრდათ დასავლური დაპირებები და სურთ დაბრუნდნენ ჩვენს ბაზარზე, იმიტომ რომ არავინ შეგიშვებს თავის ბაზარზე რძით, ხორცით, ღვინით. ბაზარი დიდი ხნის წინ გაიყვეს და მისთვის დიდი ბრძოლები მიმდინარეობს. ეს არის მეორე მიზეზი, რატომაც ერთად უნდა დავრჩეთ. ეს ჩვენი ბაზარია“ — თქვა ლუკაშენკომ Ria-ს მიხედვით.

ლუკაშენკოს თქმით, დასავლეთი შეთავაზებებს მხოლოდ რესურსების ან პოლიტიკური კურსის ცვლილების სანაცვლოდ აკეთებს.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.