ცნობილია ვენეციის მე-80 კინოფესტივალის გამარჯვებულები
9 სექტემბერს გაიმართა ვენეციის მე-80 საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია. საუკეთესო ფილმისთვის ოქროს ლომი გადაეცა იორგოს ლანთიმოსის ფილმს – „Poor Things”.
გრან პრი გადაეცა რიუსუკე ჰამაგუჩის ფილმს – „ბოროტება არ არსებობს (悪は存在しない )”, ხოლო საუკეთესო რეჟისორად დასახელდა მატეო გარონე ფილმისთვის – „Io Capitano”. მატეო გარონეს ფილმში განსახიერებული როლისთვის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც მსახიობად დასახელდა – სეიდუ სარრი.
სპეციალური ჟიურის პრიზი გადაეცა აგნიეშკა ჰოლანდს ფილმისთვის -„მწვანე საზღვარი”. საუკეთესო სცენარისთვის კი დაჯილდოვდნენ გილერმო კალდერონი და პაბლო ლარრაინი ფილმისთვის – „El Conde”.
საუკეთესო მსახიობი ქალი გახდა კეილი სპენი ფილში „პრისცილა” განსახიერებული როლისთვის, საუკეთესო მამაკაცად კი დასახელდა – პიტერ სარსგაარდი ფილმისთვის – „Memory”.