ახალი ამბები

გვარამია: ვიქნები იქ, სადაც ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა იქნება

გვარამია: ვიქნები იქ, სადაც ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა იქნება

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია „ღამის მთავარში“ სამომავლო გეგმებზე საუბრისას აცხადებს, რომ საკუთარ თავს წამყვანისა და მედიამენეჯერის ამპლუაში ვეღარ ხედავს და იქნება იქ, სადაც ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის დასამარცხებლად პოლიტიკური ბრძოლა იქნება.

ნიკა გვარამიას არ დაუკონკრეტებია, განიხილავს თუ არა რომელიმე არსებულ პარტიასთან თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სულ ესაა, რისი თქმაც შეუძლია:

„ტელევიზიაში მე დირექტორი არ ვარ და არც დავბრუნდები… მე მივდივარ იქ, სადაც ბრძოლა მოიტანს შედეგებს. მე 2024 წელს მინდა, რომ თანამონაწილე ვიყო ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის დამარცხების. ეს არის ის, რისი თქმაც მინდა… მე ვიქნები იქ, სადაც იქნება პოლიტიკური ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ, ერთმნიშვნელოვნად და ცხადად.

ყველაზე უფრო ეფექტური რაც იქნება, ჩემი აზრით, ვიქნები იქ. ამ წუთას ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ჩემი ადგილი არ არის წამყვანის მაგიდასთან, ჩემი ადგილი არის იქ, სადაც იბრძვიან სხვა მეთოდებით ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის დასამარცხებლად. მე მგონია, რომ სამშობლო გვეძახის ყველას“, — თქვა გვარამიამ.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.