ახალი ამბები

ნიკოლოზ გაგნიძე — „ფიშინგ“ შეტევები კატასტროფულადაა გაზრდილი

ბოლო ორი თვის განმავლობაში „ფიშინგ“ შეტევები კატასტროფულადაა გაზრდილი და ძირითადად განვითარებადი ქვეყნებიდან, მათ შორის აფრიკის და აზიის ქვეყნებიდან ხორციელდება, — ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გაგნიძემ, საქართველოს საბანკო ასოციაციის ორგანიზებით კიბერდანაშაულთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ნიკოლოზ გაგნიძე აცხადებს, ბოლო დროს მნიშვნელოვნადაა გაზრდილი „ფიშინგის“, ანუ ბანკების სახელით ყალბი ვებგვერდების გამოყენების შემთხვევები, მომხმარებელთა პირად მონაცემებზე წვდომის მიზნით, მსგავსი ფაქტები კი ძირითადად სხვა ქვეყნებიდან მომდინარეობს და ნაკლებად უკავშირდება ქვეყნის შიგნით ჩადენილ დანაშაულს, რაც დამნაშავის იდენტიფიცირებას ართულებს.

„ფიშინგ“ შეტევები, რომლებიც ბანკების მომხმარებლებზე ხორციელდება, იძენს ძალიან მასშტაბურ ხასიათს და ძალიან ბევრი მოქალაქე ზარალდება ამის გამო. ეს გახლავთ ჩვეულებრივი კიბერთავდასხვა. ჩვენი სააგენტო, ვალდებულია იმუშავოს კიბერუსაფრთხოების საკითხებზე, ამგვარი ინციდენტები გაანალიზოს და შესაბამისი რეკომენდაციები გასცეს, როგორც ბანკების, ისე ინტერნეტ სერვისის მომწოდებლების, კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების და ნებისმიერი უწყების მიმართ, რომელსაც მსგავსი ინციდენტი ან რაიმე პრობლემა კიბერუსაფრთხოების კუთხით გააჩნია.

გაზრდილია სხვადასხვა ქვეყნებიდან ფიშინგ შეტევები. პრობლემაა, რომ შეტევები ისეთი ქვეყნებიდან მომდინარეობს, რომლებთანაც სამართებრივი ურთიერთობა არ გვაქვს“, — განაცხადა ნიკოლოზ გაგნიძემ.

მისივე თქმით, „ფიშინგ“ საიტები მხოლოდ რამდენიმე დღით ცოცხლობენ და მათ შესახებ უწყება შეტყობინებას, მაგალითად „გუგლში“ გზავნის და შემდეგ იბლოკება ეს საიტები, თუმცა შესაძლებელია, რომ ადგილობრივი ინტერნეტ პროვაიდერების მიერ მოხდეს ამ ვებგვერდების დაბლოკვა, რაზეც დღეს გამართულ შეხვედრაზეც იყო საუბარი.

„დამსწრე საზოგადოებას გამოსავალი შევთავაზეთ, რომელიც პრობლემას გარკვეულწილად მოაგვარებს. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ბანკის მიერ შეტყობინების შემდეგ ჩვენ გავაანალიზებთ „ფიშინგ“ ვებგვერებს, რომლებსაც შემდეგ ინტერნეტ სერვის მომწოდებლებს მივაწყვდით და ჩვენი რეკომენდაციის საფუძელზე დროებით მაინც დაბლოკავენ ისინი ამ საიტებს, რომ მომხმარებლებს არ ჰქონდეთ ყალბ ვებგვერდებზე წვდომა ,“-აცხადებს გაგნიძე.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.