ახალი ამბები

შენიშვნები გვქონდა აშშ-ს წინა ელჩთან, იმედია, მიდგომები ფუნდამენტურად შეიცვლება – კობახიძე

შენიშვნები გვქონდა აშშ-ს წინა ელჩთან, იმედია, მიდგომები ფუნდამენტურად შეიცვლება – კობახიძე

“ქართული ოცნების”, თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი რევოლუციური პროცესების მხარდაჭერასა და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაში დაადანაშაულა. მმართველი პარტიის ლიდერმა, იმედი გამოთქვა, რომ ახალი ელჩის, რობინ დანიგენის პირობებში “მიდგომები შეიცვლება ფუნდამენტურად”.

“მე პირადად ოპტიმისტურად ვუყურებ ახალი ელჩის ჩამოსვლას და დიდი იმედი მაქვს, რომ მიდგომები შეიცვლება ფუნდამენტურად. თქვენ იცით, ჩვენ გვქონდა სერიოზული კრიტიკული შენიშვნები წინა ელჩის საქმიანობასთან დაკავშირებით, მის პირობებში საელჩოს საქმიანობასთან დაკავშირებით.

იგივე, რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა შესაბამისი სუბიექტების მხრიდან; სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა […] საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მყარი ნდობა ჩვენი მეგობრების და პარტნიორების მიმართ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩის პირობებში ასეთი რაღაცები არ განმეორდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კობახიძის თქმით, “კელი დეგნანი არ იყო აშშ, არც მისი წინამორბედი, იან კელი არ იყო აშშ” და მათ ქვეყნებს შორის მრავალწლიან სტრატეგიულ ურთიერთობას ჩრდილი ვერ უნდა მიაყენონ. მან მზადყოფნა გამოთქვა პირადად შეხვდეს აშშ-ს ახალ ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს.

აშშ-ის ახალი ელჩი, რობინ დანიგანი საქართველოში 12 ოქტომბერს ჩამოფრინდა. ის იმავე დღეს შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს და პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.