ზვიად კუპრავას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს
მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე დაკავებულ აქტივიტს, ზურაბ კუპრავას, თბილისის საქალაქო სასამართომ დღეს, 12 ნოემბერს, 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
კუპრავა ერთ-ერთია იმ 46 დაკავებულს შორის, რომლებიც პოლიციელებმა 10 ნოემბერს, თბილისის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებზე დააკავეს.
დაკავებულთა ნაწილს შეუფარდეს ჯარიმა, ნაწილთა პროცესი კი ამ დრომდე გრძელდება.
„იქ, სადაც აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, ჯამში, 46 პირი დააკავა“, — განაცხადა შსს-მ 10 ნოემბერს.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა პოლიცია გააკრიტიკა მშვიდობიანი აქციების მონაწილეების „უსაფუძვლოდ დაკავების“ გამო.
ფოტოზე: ზვიად კუპრავას დაკავება 2020 წელს