ახალი ამბები

სამედიცინო ასოციაციები სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

სამედიცინო ასოციაციები სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს და მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.

“სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ, როგორც კონსილიუმის წევრ ექიმებს, ასევე ციხის სამედიცინო პერსონალს, რომელთაც ფაქტობრივად  ცარიელი ხელებით უწევთ ძალიან რთული სიტუაციის მართვა. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ: 1. დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სათანადოდ აღჭურვილ პოლიპროფილურ კლინიკაში; 2 ტრანსპორტირების და შემდგომი მკურნალობის პროცესის უსაფრთხოება უზრუნველყონ ძალოვანმა სტრუქტურებმა 3. მოვუწოდებთ ყველას, ნუ გარევთ ექიმებს პოლიტიკაში, მოგვეცით საშუალება ჩვენი საქმე ვაკეთოთ”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ.

1. აიპ “საქართველოს უროლოგთა ასოციაცია” – არჩილ ჩხოტუა

2. აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია სმგა” – თენგიზ ასათიანი

3. აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაცია” – ნიკოლოზ კინტრაია

4. აიპ “საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაცია”- კონსტანტინე ყიფიანი, ზაზა ლაზარაშვილი

5. აიპ “ალიანსი კიბოს წინააღმდეგ” – მიხეილ ჯანჯალია

6. აიპ “სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი” – გიორგი ჩახუნაშვილი

7. აიპ საქართველოს ავლიპ ზურაბიშვილის სახელობის ფსიქიატრთა საზოგადოება” – ეკა ჭყონია, ნინო ოკრიბელაშვილი

8. საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია კახაბერ ეცადაშვილი

9. საქართველოს რეპროდუქციული მედიცინისა და ემბრიოლოგიის ასოციაცია ლიკა ჭყონია

10. ხარისხის საკონსულტაციო ჯგუფი – მარინა შიხაშვილი

11. აიპ “ცერებრული ჰემოცირკულაციის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოება” – მარიკა ალფაიძე

12. ბიოსამედიცინო კვლევების განვითარების ასოციაცია – ლუიზა გაბუნია.

13. ქრონიკულ დაავადებათა მონიტორინგის ასოციაცია ელისაბედ კუჭავა

14. საქართველოს მერაბ კილაძის სახელობის მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაცია- დავით აბულაძე

15. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება- არჩილ ჩუხრუკიძე

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.