„ალტე უნივერსიტეტში“ საბაკალავრო პროგრამების ღია კარის დღეები იწყება!
![„ალტე უნივერსიტეტში“ საბაკალავრო პროგრამების ღია კარის დღეები იწყება!](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2021/11/openuni-2211-01.jpg)
24-25 ნოემბერს, „ალტე უნივერსიტეტში“ საბაკალავრო პროგრამების ღია კარის დღეები გაიმართება.
ვის შეუძლია ღია კარის დღეზე დასწრება?
ალტე უნივერსიტეტის ღია კარის დღე განკუთვნილია სკოლის დამამთავრებელი კლასების (მე-11, მე-12 კლასი) მოსწავლეებისთვის და „ალტე უნივერსიტეტში“ მობილობის მსურველთათვის.
როგორ დარეგისტრირდეთ ღონისძიებაზე?
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა
რა ინფორმაციას მიიღებთ?
„ალტე უნივერსიტეტის“ საბაკალავრო პროგრამების ღია კარის დღეზე:
✔︎ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას იმ შეთავაზებებზე, რომელთაც უნივერსიტეტი გთავაზობთ 2022 წელს.
✔︎ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, შეხვდებით შესაბამისი ფაკულტეტების წარმომადგენლებს და დაუსვამთ მათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებს საბაკალავრო პროგრამებთან დაკავშირებით.
✔︎ ჩაერთვებით „კამპუს ტურში“, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას გაეცნოთ უნივერსიტეტის შიდა სივრცეს და თითოეული პროგრამისთვის განკუთვნილ თემატურ ოთახებს.
ალტე უნივერსიტეტის ღია კარის დღეები ჩატარდება 24 და 25 ნოემბერს შემდეგი განრიგით:
24 ნოემბერი
- 12:00-14:00 ბიზნესის სკოლა (ტურიზმი, ბიზნესის ადმინისტრირება)
- 15:00-17:00 სამართლის სკოლა
25 ნოემბერი
- 12:00-14:00 მედიცინის საერთაშორისო სკოლა
- 15:00-17:00 სოციალური მეცნიერებების სკოლა (ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა, ინგლისური ფილოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები)
ლოკაცია: თბილისი, უნივერსიტეტის ქ #2
ღონისძიება ჩატარდება კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.
ალტე უნივერსიტეტის სხვა ამბები