ახალი ამბები

30 ნოემბერს სუს-თან აქცია დაიგეგმა

30 ნოემბერს სუს-თან აქცია დაიგეგმა

ხვალ, 30 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, აქცია იგეგმება.

სხვა აქტივისტებთან ერთად, აქციას უერთდება პოლიტიკური პარტია „ლელო“, ასევე მოძრაობები – „სირცხვილია“ და „დროა“.

“ქართული ოცნება” ძალაუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხარჯზე ინარჩუნებს. მმართველ პარტიასთან შეზრდილი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც 6 წელიწადში 800 მილიონი გადავუხადეთ, ტოტალური მოსმენებითა და თვალთვალით აკონტროლებს ჩვენს თითოეულ ნაბიჯს.

2021 წლის არჩევნები არა ცესკო-მ, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა. ყველაფერი, რაც აქამდე საბჭოთა წარსულის განუყოფელი ნაწილი გვეგონა, ხელისუფლებამ რეალურ ცხოვრებაში გაგვიცოცხლა,“ – წერია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.


ბოლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია 9 ნოემბერს გაიმართა. ამავე დღეს, კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ საპროტესტო აქციები დაიგეგმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად.

9 ნოემბერს ჯამში 46 ადამიანი დააკავეს, აქედან უმეტესობა – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან. აქ დაკავებულებს შორის იყვნენ ოპოზიციონერი აქტივისტები: ბადრი შუბლაძე, მურმან დუმბაძე და ნიკა ფარულავა.

თბილისში აქციებზე 46 ადამიანი დავაკავეთ — შსს

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.