ახალი ამბები

„ევროპის უნივერსიტეტში” პოლიტიკის დოკუმენტის – “ევროპული ღირებულებების სწავლება საქართველოს სკოლებში“ – პრეზენტაცია გაიმართა

„ევროპის უნივერსიტეტში” პოლიტიკის დოკუმენტის – “ევროპული ღირებულებების სწავლება საქართველოს სკოლებში“ – პრეზენტაცია გაიმართა

“ევროპის უნივერსიტეტში” ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტის ფარგლებში, პოლიტიკის დოკუმენტის – “ევროპული ღირებულებების სწავლება საქართველოს სკოლებში” პრეზენტაცია გაიმართა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიება “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა.

პოლიტიკის დოკუმენტის მიზანი საქართველოს საშუალო განათლების სისტემის ევროპეიზაციის გზაზე მდგარ გამოწვევებთან დაკავშირებით შესაბამის ადგილობრივ თუ საერთაშორისო აქტორთა შორის კრიტიკული განსჯის წახალისება და გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, ზოგადი განათლების პოლიტიკის შემდგომი განვითარებისკენ მოწოდებაა.

ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები, პროექტის ბენეფიციარი საჯარო სკოლების დირექტორები საქართველოს რეგიონებიდან, კვლევაში ჩართული სტუდენტები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციის შემდეგ მრგვალი მაგიდის ფორმატში დაინტერესებული მხარეების ჩართულობით საკონსულტაციო საათი გაიმართა.

ევროპის უნივერსიტეტის სხვა ამბები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.