ახალი ამბები

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე, აკადემიის პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აკადემიის რექტორის მოადგილეებმა, პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ და პოლკოვნიკმა იმედა გვრიტიშვილმა აკადემიის პირადი შემადგენლობა უწყებრივი მედლებით და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს, მორიგი სამხედრო წოდება მიენიჭა ორ სამხედრო მოსამსახურეს.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, სამკერდე ნიშნები გადაეცა საქართველოს თავდაცვის ძალების ,,საუკეთესო ჯარისკაცის“ ნომინაციაში გამარჯვებულ სამ სამხედრო მოსამსახურეს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 24 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით რუმინეთში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი პარამკლავჭიდში, სადაც გამარჯვება მოიპოვა აკადემიის სამხედრო მოსამსახურემ კაპრალ-სპეციალისტმა, თემურ დადიანმა, რომელსაც გადაეცა საპატიო სიგელი.

ღონისძიების ბოლოს წარჩინებულმა იუნკერებმა სახელმწიფო დროშა აღმართეს.

ეროვნული თავდავის აკადემიის სხვა ამბები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.