ახალი ამბები

განათლების სამინისტრომ 2022-2032 წლების სტრატეგიისა და 2022-2023 წლების სექტორული სამოქმედო გეგმების პროექტები საკონსულტაციოდ გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ 2022-2032 წლების სტრატეგიისა და 2022-2023 წლების სექტორული სამოქმედო გეგმების პროექტები საკონსულტაციოდ გამოაქვეყნა

მიხეილ ჩხენკელის უწყებამ 2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიისა და 2022-2023 წლების სექტორული სამოქმედო გეგმების საჯარო კონსულტაციების პროცესი დაიწყო და სექტორული, ასევე სამოქმედო გეგმების პროექტები გამოაქვეყნა.

“2019 წლის 20 დეკემბრის საქართველოს მთავრობის N629 დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის“ შესაბამისად, შემუშავდა 2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიისა და 2022-2023 წლების სექტორული სამოქმედო გეგმების პროექტები, რომელთა საჯარო კონსულტაციების პროცესი დაიწყო”, – ვკითხულობთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, პოლიტიკის დოკუმენტების პროექტები შემუშავდა ევროკავშირის საჯარო მმართველობის პროექტის (PAR) და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროგრამის: „ინოვაცია ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ – საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი სსიპ-ების, ასევე „2022-2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 ივნისის N304 დადგენილებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს წევრი უწყებებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობითა და დახმარებით.

როგორც ჩხენკელის უწყება განმარტავს,პოლიტიკის შემუშავების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მოქალაქეების, თემისა და მთლიანად დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობის მიზნით, საჯარო კონსულტაციები ონლაინ ფორმატში ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

“დამატებით სამინისტრო გეგმავს ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრების დანიშვნას, რომლის უზრუნველსაყოფად უნდა მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: irsd@mes.gov.ge. ამავე ელფოსტაზე შეგიძლიათ წარმოადგინოთ პროექტებთან დაკავშირებით თქვენი კომენტარები და შენიშვნები მიმდინარე წლის 20 დეკემბრის ჩათვლით. საჯარო კონსულტაციების საფუძველზე მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით, 2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიისა და 2022-2023 წლების სექტორული სამოქმედო გეგმების პროექტები გადაიხედება და წარედგინება მთავრობას დასამტკიცებლად”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიისა და 2022-2023 წლების სექტორული სამოქმედო გეგმების პროექტები:

სკოლამდელი განათლების განვითარების სამოქმედო გეგმა;

ზოგადი განათლების სამოქმედო გეგმა;

პროფესიული განათლების განვითარების სამოქმედო გეგმა;

უმაღლესი განათლების სამოქმედო გეგმა;

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამოქმედო გეგმა;

ლოგიკური ჩარჩო.

რამდენად რეალისტურია დაინტერესებულმა მხარემ საკუთარი მოსაზრებები 2 კვირაში წარმოადგინოს და მოასწრებს თუ არა მთავრობა სტრატეგიის დეკემბრის ბოლომდე დამტკიცებას უცნობია, თუმცა მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, ჯერ კიდევ ნოემბრის თქვეში, პარლამენტში აცხადებდა, რომ სტრატეგიის დეკემბერში დამტკიცების იმედი აქვთ.

ამავე თემაზე:

2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიული დოკუმენტი წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს – რა ეტაპზეა სამუშაოები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.