ახალი ამბები

განათლების კომიტეტში წინადადებას, რომ სტატუსის ამაღლება პედაგოგისთვის ნებაყოფლობითი იყოს და სკოლიდან არავინ გაუშვან, მხარი არ დაუჭირეს

განათლების კომიტეტში წინადადებას, რომ სტატუსის ამაღლება პედაგოგისთვის ნებაყოფლობითი იყოს და სკოლიდან არავინ გაუშვან, მხარი არ დაუჭირეს

“სტატუსის ამაღლება გახდეს ნებაყოფლობითი და მუხლი პრაქტიკოსი მასწავლებლის (რომელმაც საგანში კომპეტენცია ვერ დაადასტურა) სკოლიდან გაშვების შესახებ, კანონიდან ამოვარდეს”, – ასეთი შუამდგომლობა დააყენა დღეს პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ფერაძემ.

დაყენებული საკითხის შესაგებებლად კომიტეტის ხელმძღვანელმა შალვა პაპუაშვილმა კომიტეტზე იმ გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა, რომელიც დღეს განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა და განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება ისედაც აძლევს სკოლიდან წასვლის წინაშე მდგომ პედაგოგებს შეღავათს.

რაც შეეხება დღეს არსებულ დათქმას, რომელიც არაკომპეტენტურ პედაგოგს სკოლიდან გაუშვებს, როგორც პაპუაშვილმა თქვა, ის სამართლიანია იმ პედაგოგების მისამართით, ვინც იშრომა, მოემზადა და წარმატებით ჩააბარა და მხარს უჭერს ამ რეფორმას, რომელიც უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და ზღვარი, რომელიც დაწესდა (კომპეტენციის დადასტურების ვადა) ახლა უნდა გაივლოს.

“მე პირადად მიმაჩნია, რომ პედაგოგის, როგორც რეგულირებადი პროფესიის კუთხით სახელმწიფო უნდა იყოს სამართლიანი და ამავე დროს უნდა იყოს თანმიმდევრული”, – აღნიშნა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ.

ის რომ თვითრეგულირებადი იყოს ეს საკითხი, არ ეთანხმება სამინისტროც, რაც უწყების წარმომადგენელმა, რომელიც დღევანდელ სხდომას ესწრებოდა, გაიმეორა და თქვა რომ სკოლიდან გასულ პედაგოგებს ისევ ექნებათ სისტემაში შემოსვლის შესაძლებლობა.

მასწავლებელთა პროფესიულიო განვითარებს ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა კი, პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის აქამდე არაერთხელ მიცემული შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა და დღეს გასაჯაროებული სამინისტროს გადაწყვეტილებაც განმარტა, რომელიც მისი თქმით, უკვე არის შესაძლებლობა ამ მასწავლებლებისთვის.

კომიტეტზე ითქვა ისიც, რომ სასურველია, მასწავლებლის ცვლილება, მათი სისტემიდან გაშვების გამო, წელს არ მოხდეს, რაც მოსწავლეებისთვის დამაზიანებელი იქნება. აღნიშნუოლს განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა ცალსახა პასუხი ვერ გასცა.

„ეს სასწავლო დანაკარგებს არსებითად გააუარესებს“ – მანანა რატიანი პრაქტიკოსებზე განათლების სამინისტროს ახალ გადაწყვეტილებას აფასებს

2021 წელს (მასწავლებლსი სახლის მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მიწოდებული ინფორმაციით), პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 7327 მასწავლებელი დარეგისტრირდა, გამოცდაზე კი გავიდა 5340. გამოცდაზე გასული მასწავლებლებიდან სტატუსი აიმაღლა და გახდა უფროსი – 1123 მასწავლებელი, საიდანაც 1079-ს სტატუსი სექტემბრის ბოლოს მიენიჭა, 44 მასწავლებელს კი ოქტომბრის დასაწყისში. გამოცდაზე გასულებიდან 2 886-მა მასწავლებელმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. ასევე, პროფესიული უნარების გამოცდაში ზღვარი ვერ გადალახა 2 365-მა მასწავლებელმა. საგნის კომპეტენციის დადასტურებისთვის გამოცდაზე გასული პრაქტიკოსებიდან ერთი ან ნახევარი ქულა დააკლდა 264 პედაგოგს; უნარების კომპეტენციის დადასტურებისთვის კი, გამოცდაზე გასული პრაქტიკოსებიდან ერთი ან ნახევარი ქულა დააკლდა 156 პედაგოგს.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილების შესაბამისად, იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილზე, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავიდნენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლეს სტატუსი, სკოლის ადმინისტრაცია, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა, აცხადებს კონკურსს. მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე, ვაკანსიის შევსებამდე, უსტატუსოდ.

პედაგოგებმა, რომლებმაც სისტემა 2022 წლიდან უნდა დატოვონ, განათლების სამინისტროსთან არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს და მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრისა და საუბრის სურვილიც გამოთქვეს. რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, მასწავლებლებმა, რომელთა ჩანაცვლებასაც კანონი ითვალისწინებს, განათლების მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.

“გადავადება მოხდა რამდენჯერმე, წლების განმავლობაში და ახლა უნდა გაივლოს ზღვარი. სტანდარტი არის ცალსახა და გასაგები, მასწავლებლის პასუხისმგებლობაა რომ მოსწავლესთან შევიდეს პროფესიონალი და ჩვენ შვილებთან იყვნენ პედაგოგები, რომელთაც აქვთ საჭირო კომპეტენცია”, – ამ სიტყვებით დაასრულა კომიტეტის სხდომა დღეს შალვა პაპუაშვილმა და ეს იყო პასუხი კითხვაზეც, თუ რას სთავაზობენ სკოლის დატოვების წინაშე მდგომ პედაგოგებს.

ასევე იხილეთ:

რა ახალი გამონაკლისი დაუშვა განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის – ცვლილება სქემაში

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.